1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, დაუშვებელია მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერ(ებ)ით ბენეფიციარმა ისარგებლოს რამდენიმეჯერ ერთი საანგარიშგებო თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველადად პაციენტის გამოკვლევა მოხდა „ეჭვი ფილტვის ტუბერკულოზზე/კონტაქტების გამოკვლევისთვის“ არსებული ვაუჩერის ფარგლებში და დასაბუთებული ეჭვი იქნა მიტანილი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე, რის შემდეგაც პაციენტის გამოკვლევა გრძელდება ერთ-ერთი შესაბამისი ვაუჩერით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან მომსახურების მიწოდებისას იხელმძღვანელონ შესაბამისი ეროვნული გაიდლაინებითა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებით პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან  ცენტრის მიერ და დონორული დაფინანსებით მიწოდებული ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალით უსასყიდლოდ უზრუნველყონ ახლად გამოვლენილი პაციენტების სკრინინგი აივ-ინფექციაზე/შიდსზე. აღნიშნული ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა განხორციელდება სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მეშვეობით.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) სპეციფიკურ სამედიცინო მომსახურებაზე (ამბულატორიულ ფთიზიატრიულ, შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებზე, გარდა ტუბერკულოზის სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევებისა) და DOT მომსახურებაზე მოსარგებლეთათვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამასთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ იმ საწარმოებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მიეცეთ უფლება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეისყიდონ შესაბამისი მომსახურება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით (გარდა მე-3 მუხლის ,,ა.ე’’ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში მონაწილე სამედიცინო პერსონალისთვის - ფთიზიატრის, ბავშვთა ფთიზიატრის, ექთნის/DOT ექთნის (გარდა სოფლის ექიმის პროგრამის სოფლის ექთნის პუნქტზე არსებული პერსონალისა) ანაზღაურება განისაზღვროს – არანაკლებ 360 ლარის ოდენობით ექიმისთვის და არანაკლებ 280 ლარის ოდენობით – ექთნისთვის თვეში;

გ) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს დადგენილი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია დონორების მიერ ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მედიკამენტების განაწილებისა და ხარჯვის შესახებ;

დ) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს დადგენილი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული პაციენტების შესახებ,  მათი მკურნალობის მონიტორინგის ამსახველი დოკუმენტაცია და ასევე სხვა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ამბულატორიულ მკურნალობაში ჩართული პაციენტების მკურნალობისადმი დამყოლობის ამაღლების მიზნით შექმნილი ფულადი წახალისების სქემის სამართავად;

5. პროგრამის მე–3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმირებული იყოს ცენტრის მიერ კონტაქტების კვლევისთვის განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესახებ და უზრუნველყოს დადგენილი წესით ინფორმაციის გაცვლა მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებთან გეოგრაფიული პრინციპით.

6. პროგრამის მე–3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეპიდკვლევის მეთოდოლოგიას განსაზღვრავს ცენტრი.

7. პროგრამის მე–3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურებისთვის მასალის ტრანსპორტირების სქემას განსაზღვრავს ცენტრი.

8. პროგრამის მე–3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარისხის კონტროლს ახორციელებს სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ ცენტრთან შეთანხმებული წესით.

9. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

10. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მიღებული მონაცემების პირველადი დამუშავება და დადგენილი ფორმით ცენტრისათვის მიწოდება.

11. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან განახორციელონ ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ტუბერკულოზის ელექტრონულ მოდულში პროგრამის მოსარგებლეების, მათთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა და გაწეული მკურნალობის თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვა.

დანართი 7.1 – ერთეულის ღირებულებები

№

მომსახურების დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

ამბულატორიული მომსახურება

1

ეჭვი ფილტვის ტუბერკულოზზე/კონტაქტები (გამოკვლევა – ერთეულის ღირებულება)

1.1

მოზრდილი/სამედიცინო პერსონალი

44

1.2

ბავშვი (18 წლამდე)

50

2

ეჭვი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე (გამოკვლევა –ერთეულის ღირებულება)

2.1

ტუბერკულოზური პლევრიტი

140

2.2

ძვალ-სახსრის ტუბერკულოზი

110

2.3

ურო-გენიტალური ტუბერკულოზი

76

2.4

ქალის გენიტალური ტუბერკულოზი

118

2.5

პერიფერიული ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი

92

2.6

აბდომინალური ტუბერკულოზი

70

3

ამბულატორიული მკურნალობა (ერთი თვის ვაუჩერი)

3.1

სენსიტიური ტუბერკულოზი

50

3.2

რეზისტენტული ტუბერკულოზი (ინტენსიური ფაზა)

158

3.3

რეზისტენტული ტუბერკულოზი (გაგრძელების ფაზა)

84

3.4

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ახალი მედიკამენტებით (ინტენსიური ფაზა)

279

3.5

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ახალი მედიკამენტებით (გაგრძელების ფაზა)

155

3.6

ლატენტური ტუბერკულოზი

26

სტაციონარული მომსახურება

4

ქირურგიული ოპერაციები (ერთეულის მაქსიმალური ღირებულება)

4.1

ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა (პულმონქტომია)

2575

4.2

აბდომინური ქირურგიული მკურნალობა

1210

4.3

ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა

3930

4.4

საშარდე სისტემის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა

2080

4.5

თორაკოსკოპიული მინი ინვაზიური ოპერაციები ტუბერკულოზის დროს

1455

4.6

ოპერაციები ლიმფურ კვანძებზე

1165

4.7

ოპერაციები მამაკაცთა სასქესო სისტემის ტუბერკულოზის დროს

745

5

თერაპიული სტაციონარული მომსახურება (საწოლდღე)

5.1

სენსიტიური ტუბერკულოზი (თბილისი)

92

5.2

რეზისტენტული ტუბერკულოზი (თბილისი)

129

5.3

ტუბერკულოზური მენინგიტი (თბილისი)

121

5.4

სენსიტიური/რეზისტენტული (რეგიონი)

40

5.5

რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევა (სტაციონარული საწოლდღის ლიმიტი, მაქსიმუმ 4 საწოლდღე)

224

დანართი №8

აივ-ინფექცია/შიდსი

(პროგრამული კოდი  35 03 02 0