ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, ასევე ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი - ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული);
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
2. N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის რადიოლოგიის განყოფილების რენტგენ-ლაბორანტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №53 ბრძანებ