გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2015
გამომცემი ორგანო სანებართვო მოწმობის   №
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,923 სიტყვა · ~10 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
რეკლამა
საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,   იდეასა  და  წამოწყებაზე   ნებისმიერი  საშუალებითა  და  ფორმით  გავრცელებული   ინფორმაცია, რომელიც  გამიზნულია  პირთა  განუსაზღვრელი   წრისათვის  და  ემსახურება  ფიზიკური  და  იურიდიული პირების,   საქონლის,   იდეისა   და   წამოწყებისადმი   ინტერესის   ფორმირებასა   და   შენარჩუნებას,   აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
მუხლი 2
აბრა
დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური  აგენტის  ან მეწარმე სუბიექტის  ობიექტზე,  აღნიშნავს  ამ ობიექტის  სახელწოდებას  და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული.
მუხლი 2
გარე  რეკლამა
გარდაბნის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიის   საზღვრებში   მდებარე   სახელმწიფო   ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით.
მუხლი 2
სარეკლამო საშუალება
პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი  სხვა ტექნიკური  საშუალება, რომელიც  განთავსებულია  უძრავ ობიექტზე  ან/და ობიექტის გამოყენებით.
მუხლი 2
ნებართვის მაძიებელი
ნებართვის მიღების მსურველი პირი.
მუხლი 2
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
მუხლი 2
ნებართვის მფლობელი
ფიზიკური  ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2
უწყებრივი სანებართვო რეესტრი
მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე.
მუხლი 2
სანებართვო პირობები
კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას
მუხლი 2
პირი
ფიზიკური ან იურიდიული პირი,  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და    საქმიანობის     წესის    შესახებ“    საქართველოს     კანონით გათვალისწინებული     სამინისტრო    ან    მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
მუხლი 2
სხვა  ადმინისტრაციული  ორგანო
ადმინისტრაციული  ორგანო, რომელიც  კანონმდებლობის  თანახმად ვალდებულია დაადგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო და სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები.
მუხლი 2
აუქციონი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოცხადებული  საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა  და წესების  დაკმაყოფილების  ვალდებულების  აღებისა  და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი,რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სანებართვო მოწმობის   №
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 10.02.2016 გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობის ტიპური ფორმისა და განთავსების სანებართვო რეესტრის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 18.03.2016 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.08.2019 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების წესის და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 2015 წლის 30 ივნისი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ” ქვეპუნქტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 15 ივნისის №04/540 შუამდგომლობის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის  წესი“ (დანართი). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს  წესი შემუშავებულია „რეკლამის  შესახებ“ და „ლიცენზიებისა  და ნებართვების  შესახებ“ საქართველოს კანონების, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს. 2.   ამ   წესით   დადგენილი   გარე   რეკლამის   განთავსების   ნებართვა   გაიცემა   მხოლოდ   სახელმწიფო   ან ადგილობრივი  თვითმმართველი  ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე   ან   სხვა   ქონებაზე   გარე   რეკლამის   განთავსება   დაიშვება   საქართველოს    კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური  ან  კერძო სამართლის  იურიდიული  პირის  ან საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის  გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან   დადებული   ხელშეკრულებით,   თუ   კანონით   ან   ხელშეკრულებით   სხვა   რამ   არ   არის გათვალისწინებული. 3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის-აბრის განთავსება რეგულირდება გარდაბნის  მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების  მიერ საქართველოს  მთავრობის  „მშენებლობის  ნებართვის გაცემის წესის და პირობების" 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: 1. რეკლამა – საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში – საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე,   იდეასა  და  წამოწყებაზე   ნებისმიერი  საშუალებითა  და  ფორმით  გავრცელებული   ინფორმაცია, რომელიც  გამიზნულია  პირთა  განუსაზღვრელი   წრისათვის  და  ემსახურება  ფიზიკური  და  იურიდიული პირების,   საქონლის,   იდეისა   და   წამოწყებისადმი   ინტერესის   ფორმირებასა   და   შენარჩუნებას,   აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. 2. აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური  აგენტის  ან მეწარმე სუბიექტის  ობიექტზე,  აღნიშნავს  ამ ობიექტის  სახელწოდებას  და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული. 3.  გარე  რეკლამა   –  გარდაბნის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიის   საზღვრებში   მდებარე   სახელმწიფო   ან გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით. 4. სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი  სხვა ტექნიკური  საშუალება, რომელიც  განთავსებულია  უძრავ ობიექტზე  ან/და ობიექტის გამოყენებით. 5. ნებართვა - განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან. 6. ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი. 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 8. ნებართვის მფლობელი – ფიზიკური  ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. 9. უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე. 10. სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას; 11. პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი,  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და    საქმიანობის     წესის    შესახებ“    საქართველოს     კანონით გათვალისწინებული     სამინისტრო    ან    მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. 12.  სხვა  ადმინისტრაციული  ორგანო  – ადმინისტრაციული  ორგანო, რომელიც  კანონმდებლობის  თანახმად ვალდებულია დაადგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო და სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. 13. აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოცხადებული  საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა  და წესების  დაკმაყოფილების  ვალდებულების  აღებისა  და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი,რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები 1. სარეკლამო  საშუალება  (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და  მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლების და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. 2. შენობა-ნაგებობაზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო  საშუალება  არ  უნდა  ამახინჯებდეს  ეროვნულ  და მსოფლიო კულტურულ  საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს. 3.  სარეკლამო  მასალაზე  იმ  საქონლის  რეკლამირებისას,  რომლის  სერტიფიცირებაც  აუცილებელია,  უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“. 4.  გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს რეკლამის განთავსების  შესახებ  ნებართვის ნომერი. 5. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 6. სარეკლამო  საშუალებაზე  (გარე  რეკლამაზე)  წარწერა  შესრულებული  უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო  ენაზე, საქართველოს  სახელმწიფო  ენასთან ერთად,  წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს  სახელმწიფო  ენაზე  შესრულებულ  წარწერას.  ორენოვანი  მანათობელი  წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებადი და  კითხვადი. 7. გარე რეკლამა უნდა აკმაყოფილებდეს „რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ზოგად და სპეციალურ მოთხოვნებს რეკლამისადმი. მუხლი 4🔗. გარე რეკლამის განთავსების გეგმა 1.  გარდაბნის   მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის  გავრცელების  გეგმას  (სარეკლამო საშუალების განთავსების, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ამტკიცებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2.  გარე  რეკლამის  გავრცელების  გეგმა  (რეკლამის  ზომის,  ფორმისა  და  მიზანშეწონილობის გათვალისწინებით). შეთანხმებული უნდა იყოს: ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან  – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ); ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან-საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიაზე; გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან-რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას; დ) საქართველოს  ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან  ან მისდამი დაქვემდებარებულ  სტრუქტურებთან  რეგიონებში  – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში; ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ნებართვის გაცემის პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია გარდაბნის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  სახელმწიფო  ან გარდაბნის   მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს იმ ნებართვის  მაძიებელს, რომელიც  აიღებს  ვალდებულებას,  დააკმაყოფილოს  გამოცხადებული  სანებართვო  პირობები  და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 2. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია  ფილიალის  მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის  წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს   ფილიალის   მიერ   სანებართვო   პირობების   დაკმაყოფილების   შესახებ.   დაუშვებელია   ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის  მფლობელი  იურიდიული  პირის ფილიალისათვის  ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან ფილიალი განახორციელებს  ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ ითვალისწინებს   მათ   მიერ   მოპოვებული   ნებართვა,   საჭიროა   ამ   იურიდიული   პირის   მიერ   შესაბამისი ნებართვის   მოპოვება.   იგივე   წესი    მოქმედებს   ნებართვის   მფლობელის   მიერ   მესამე   პირზე  ნებართვის გადაცემის შემთხვევაში. 3.  გარე  რეკლამის   განთავსების   ნებართვის  მოსაპოვებლად   აუქციონი  ცხადდება  გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „გარდაბნის  მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის  ფორმით, პრივატიზების  წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  30  მარტის №24  დადგენილებით განსაზღვრული წესები. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს გარდაბნის  მუნიციპალიტეტის გამგებელი. 6.  ამ   წესის   შესაბამისად   გაცემული   გარე   რეკლამის   განთავსების   ნებართვის  საფუძველზე   სარეკლამო საშუალების  განთავსების  საკითხები  რეგულირდება  მოქმედი  სამშენებლო  ნორმებისა  და  წესების შესაბამისად. 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა  ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის განთავსების  გეგმის საფუძველზე  თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება გარდაბნის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ. მუხლი 6🔗. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს: ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება; ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება; გ) უფლება, რომ გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალების  1   კვ.მ-ზე,    ყოველ სანებართვო წელზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვრება „საერთაშორისო და  შიდასახელმწიფოებრივი   მნიშვნელობის  საავტომობილო  გზების  ნუსხის  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის    2014    წლის    18   ივნისის    №407   დადგენილებით    განსაზღვრული  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებული შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50  მეტრის   არეალში   (გზის   მარცხენა   და  მარჯვენა   მხარეს)   –  60  ლარის   ოდენობით.   ხოლო  დანარჩენ  ტერიტორიაზე 50 ლარის ოდენობით. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის  მფლობელი იხდის გარდაბნის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით. მუხლი 7🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის მოქმედების  კონკრეტული  ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის  ნებართვის  გაცემის  შესახებ  აუქციონის  გამოცხადების  თაობაზე  გამოცემული  სამართლებრივი აქტით. მუხლი 8🔗. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვასთან დაკავშირებით  დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვასთან  დაკავშირებით  დაწესებული  საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ  უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში. მუხლი 9🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს გარდაბნის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა  და სივრცითი მოწყობის  სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის  საკრებულოსა  და  გარდაბნის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. 2. გარე  რეკლამის  განთავსების  სანებართვო  პირობების  დარღვევა  გამოიწვევს პასუხისმგებლობას  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3.  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოები  თავიანთი  კომპეტენციის  ფარგლებში  უფლებამოსილნი არიან რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს, კანონით დადგენილი წესით, დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი. 4.  გარე  რეკლამის   განთავსების   ნებართვის  მთლიანად   ან  ნაწილობრივ   გაუქმების   შესახებ,  ასევე  მასში შესაბამისი ცვლილებების  ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას  იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  მხრიდან  ცალმხრივად  გაუქმების საფუძველია: ა) გაფრთხილების  მიუხედავად  დაწესებულ ვადაში სანებართვო  პირობების  შეუსრულებლობა,  მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა; ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა; გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა; დ) უფლებამოსილი  ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი; ე)  გარე  რეკლამის  განთავსების  ადგილი  საჭიროა  კომუნალური  ინფრასტრუქტურის   (სანიაღვრე  არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია,  დემონტაჟი) სამუშაოებისათვის; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 6.  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტის  „დ“,  „ე“  და  „ვ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  ნებართვის გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  მიერ  ცალმხრივად  გაუქმების  დროს  ნებართვის  მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი  ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა  ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით. 7.  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტის  „დ“,  „ე“  და  „ვ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  ნებართვის გარდაბნის  მუნიციპალიტეტის   მიერ  ცალმხრივად  გაუქმების  დროს  ნებართვის  მფლობელს  უფლება  აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. 8.  ამ  მუხლის  მე-5  პუნქტის  „ა“,  „ბ“  და  „გ“  ქვეპუნქტებით   გათვალისწინებულ  შემთხვევაში,  ნებართვის გარდაბნის  მუნიციპალიტეტის  მიერ ცალმხრივად  გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილებზე მის მიერ განთავსებული ნივთები, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების    ნებართვა № ეძლევა                                                                                                                                                                                           ნებართვის მიმღები და მისი მისამართი ­­­­­­­ საფუძველი                                                                                                                                  ნებართვის მოქმედების ვადა ----------------------------------  დან ---------------------------------  მდე ნებართვა შედგენილია სამ ეგზემპლარად. სანებართვო პირობები:                                                                                                                                                                     _________________________________________________________________________________________   ________________________________________________________________________________________   ________________________________________________________________________________________   ________________________________________________________________________________________ ნებართვა გაცემულია 20--- წლის                                                                          --------------------------                                                                                     --------------------------------                   ნებართვის მიმღები                                                                        ნებართვის გამცემი                                                                                                                 ------------------   ბეჭდის ადგილი უწყებრივი სანებართვო რეესტრი სანებართვო მოწმობის № № ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი) ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი მონაცემები ნებართვის მიმღების  შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის) ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე – ფიზიკური პირისათვის ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ