ქ. თბილისში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16-65
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2015
matsne.gov.ge 529 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 27.01.2016 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 06.03.2015 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 25.05.2015 თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 18.01.2016 თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 04.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ        ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16-65 2015 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი ქ. თბილისში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ჩატარდეს თბილისში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსი. კონკურსის მიზანია ურბანული გარემოს ინფორმაციულობის ამაღლება და გარემოს ესთეტიკური გაუმჯობესება, აგრეთვე, აბრების საუკეთესო  დიზაინის შერჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა. კონკურსი ხელს შეუწყობს  მონაწილე პირების შემოქმედებით აქტივობას, ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას. 2. ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულების გამოსავლენად შეიქმნას შესაბამისი საკონკურსო კომისია არანაკლებ 7  წევრის შემადგენლობით.  3. საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატურებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია.  4. კონკურსის ჩატარებას, კონკურსის მონაწილეთა განაცხადების, ნამუშევრების მიღებას, დახარისხებასა და მათ წარდგენას საკონკურსო კომისიისათვის უზრუნველყოფს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნო.  5. საკონკურსო კომისია განიხილავს და აფასებს საკონკურსო განაცხადებს, შედეგების მიხედვით, გამოავლენს და დააჯილდოვებს პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გამარჯვებულებს.  6. საკონკურსო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ კომისიის წევრები ხმათა უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს აქვთ თითო ხმის უფლება.  7. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება  წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 8. კომისია გადაწყვეტილებას იღებს და გამოავლენს გამარჯვებულებს წევრთა სრული შემადგენლობის  უმრავლესობით. 9. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისა. კონკურსანტებს შეუძლიათ იმუშაონ ჯგუფურად, თუმცა, ჯგუფი დაჯილდოვდება ერთი პრიზით. 10. საკონკურსო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში–ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) და  უნდა მოიცავდეს ნამუშევარს (დახასიათებით, აღწერილობით). 11. აბრების დიზაინი უნდა იყოს ორი სახის: ერთი–თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული ნაწილისთვის განკუთვნილი, ხოლო მეორე–თბილისის დანარჩენი ნაწილისათვის განკუთვნილი. 12. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მოედნის, ქუჩის, სანაპიროს, სკვერის, ბაღის აღმნიშვნელი აბრების დიზაინი. 13. შერჩეული ნამუშევრების დიზაინი შესაძლებელია, ასევე, გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გეოგრაფიული ობიექტების  აღნიშვნისათვის. 14. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი და ინფორმაციული. 15. კონკურსის მონაწილემ ნამუშევარი უნდა წარმოადგინოს ესკიზური ნახაზისა და ფოტომონტაჟის სახით, ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია წარმოადგინოს ნიმუში.  16. აბრაზე დატანილი უნდა იქნეს ქართული ასოებით წარწერა „შოთა რუსთაველი” და შედარებით მცირე ლათინური ასოებით „SHOTA  RUSTAVELI“, ასევე ნომერი 7.  კონკურსანტები ნამუშევრების ფერების შერჩევაში შეზღუდული არ არიან. 17. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, შეივსოს ელექტრონული განაცხადი და საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული სახით. სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე: www.tbsakrebulo.gov.ge მოთხოვნის შესაბამისად საკონკურსო ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის       საკრებულოში (მისამართი:ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი N2). 18. პირველ ადგილზე გასული ნამუშევრები გამოყენებული იქნება  ქ. თბილისში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელების აღსანიშნავად და დატანილი იქნება თუნუქის დაფებზე. 19. პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ერთჯერადი გასაცემი 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მეორე ადგილზე გასულ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ერთჯერადი გასაცემი 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, მესამე ადგილზე გასულ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ერთჯერადი გასაცემი 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 20. გამარჯვებული ნამუშევრების გამოყენების უფლება გადადის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 21. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ და აპარატის უფროსმა. 22. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი