მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“-თ გათვალისწინებული სანქციები

მიღების თარიღი 30.06.2015
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2015
matsne.gov.ge 517 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის არ მქონე იმ დასახლებული ტერიტორიების გასაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.04.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 05.06.2015 „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 14.07.2015 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლებული ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა და რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 05.10.2015 საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 17.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც არ იმოქმედებს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსით“-თ გათვალისწინებული სანქციები მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №31 2015 წლის 30 ივნისი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-თ გათვალისწინებული სანქციები საქართველოს  კანონის  ,,ნარჩენების  მართვის  კოდექსის“  33-ე  მუხლის პირველი პუნქტის,  48-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“-ს   მე-16   მუხლის  მე-2 პუნქტის  ,,ზ“ ქვეპუნქტის,  54-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ე.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის   ,,ნორმატიული   აქტების   შესახებ“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის არ მქონე ის დასახლებული ტერიტორიები, სადაც არ ვრცელდება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ის დასახლებული ტერიტორიები,   რომელზეც  გავრცელდება საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის  პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციები დანართი №2 შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა  და გატანის სისტემის არმქონე დასახლებული ტერიტორიები 1. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ახალსოფელი, სოფ. შანკევანი, სოფ. არაშენდა, სოფ. ჯიღაურა; 2. გალავნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ბიწმენდი, სოფ. ზაქარო, სოფ.  ბურიანი, სოფ. ნავდარაანთკარი, სოფ. კოტორაანთკარი, სოფ. ჭილაანთკარი, სოფ. წინამძღვრიანთკარი (ნარჩენების გატანა ხდება მხოლოდ დევნილთა დასახლებიდან), სოფ. გალავანი (ნარჩენების გატანა ხდება მხოლოდ ბავშვთა სახლიდან და საბავშვო ბაღიდან); 3. ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ცხვარიჭამია, სოფ. თეზამი, სოფ. მშრალხევი, სოფ. ლელუბანი, სოფ. მამკოდა; 4.აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. აღდგომლიანთკარი, სოფ. ფრეზეთი, სოფ. უფურეთი, სოფ. ახალდაბა; 5. წილკნის ადმინისტრაციული ერთეული - სელექციის დასახლება (ნარჩენების გატანა ხდება მხოლოდ საბავშვო ბაღიდან); 6.წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. სხალტბა; 7. ძეგვის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. სათოვლე (ნაბაღრები),სოფ. ხეკოძი,სოფ. კარსანი; 8.  ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ზემო ნიჩბისი; 9. ლისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ლისი, სოფ. წოდორეთი, სოფ.ბევრეთი, სოფ.ტაბაკური, სოფ. ლელობი, სოფ. ძალაანთხევი, სოფ. აგარაკი, სოფ. მსხალდიდი, სოფ. მუხათწყარო, სოფ. ნაფეტვრები, სოფ. ნახშირგორა.     დანართი №2 მცხეთის მუნიციპალიტეტის ის დასახლებული ტერიტორიები, რომელზეც გავრცელდება სანქცია ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძირებისათვის 1. ქსნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ქსანი; 2. ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ციხისძირი; 3. წეროვნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. წეროვანი, სოფ. ჩარდახი, სოფ. გოროვანი; 4. ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ქსოვრისი, სოფ. ვარდისუბანი; 5. ვაზიანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ვაზიანი; 6. მუხრანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. მუხრანი, სოფ. პატარა ქანდა, სოფ. ძველი ქანდა; 7.ძალისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ძალისი; 8. წილკნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. წილკანი, სოფ. ერედა, სელექციის დასახლება ( მხოლოდ საბავშვო ბაღის  მიმდებარე ტერიტორია); 9. მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. მისაქციელი, სოფ. ნატახტარი, სოფ. ახალუბანი; 10.  საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. საგურამო, სოფ. წიწამური, ზაჰესი (მცხეთის თემის მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორია); 11.  გალავნის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. გალავანი (ბავშვთა სახლის და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია), სოფ. წინამძღვრიანთკარი (დევნილთა დასახლება); 12.  ძეგვის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ძეგვი, სოფ. მუხადგვერდი. 13.  ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ქვემო ნიჩბისი, სოფ. ახალი ნიჩბისი; სოფ. სასხორი. 14.  აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციული ერთეული - სოფ. ნავაზი.