სს "საქართველოს ბანკი"-ს აქციონერის სს "ბიჯეო ჯგუფი"-ს გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“-ს აქციონერის

სს „ბიჯეო ჯგუფი“-ს გადაწყვეტილება

 

ორი ათას თხუთმეტი წლის ჩვიდმეტ ივნისს სააქციო საზოგადოება „ბიჯეო ჯგუფი“-ის მიერ (ს/კ #405103034, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. N29ა, შემდეგში „აქციონერი“), წარმოდგენილი გენერალური დირექტორის, ბ-ნი ირაკლი გილაურის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებ ა ქვემოთ მითითებულ საკითხზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს (99.6%-ს), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვე-პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

 

დღის წესრიგი:

1.                სს “სა ქართველოს ბანკის“რეგორგანიზაციის, კერძოდ, გაყოფის (გამოყოფისგზით) დაწყება.

 

აქციონერის მოხსენება დღისწესრიგისსაკითხთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2014 წლის 31 ოქტომბერს გაკეთებელი იქნა საჯარო განცხადება ეროვნული ბანკის განზრახვის შესახებ, რომ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს მოეხდინათ მათ საკუთრებაში არსებული არა-ფინანსური აქტივების განცალკევება  საბანკო და ფინანსური აქტივებისგან. იმავე წლის 4 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაუგზავნა წერილობითი მიმართვა სს „საქართველოს ბანკს“, რომლის მიხედვითაც სს „საქართველოს ბანკს“ დაევალა ეროვნული ბანკისთვის წარედგინა ბანკიდან 2015 წლის ბოლომდე არა-ფინანსური  აქტივების განცალკევების გეგმა. აღნიშნულის შესაბამისად, სს „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტისა მიერ შემუშავებული იქნა სს „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი საბანკო, საინვესტიციო და სხვა აქტივების გამიჯვნის დეტალური გეგმა, რომელიც წარედგინა და რომლის განხორციელების შესახებ მიღებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა.

 

აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს სს „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი არა-საბანკო აქტივების გამოყოფას სს „საქართველოს ბანკის“ გაყოფის გზით. კერძოდ, რეორგანიზაციის შედეგად სს „საქართველოს ბანკს“ გამოეყოფა ორი კომპანია, რომელთაგან თითოეულს მათი პროფილის შესაბამისად გადაეცემა ამჟამად ბანკის საკუთრებაში არსებული არა-საბანკო პროფილის აქტივები. შესაბამისად, რეორგანიზაციის შედეგად იფუნქციონირებს სამი კომპანია: (1) გაყოფის შედეგად სს „საქართველოს ბანკი“ გააგრძელებს არსებობას უწყვეტად როგორც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და ლიცენზირებული კომერციული ბანკი არსებული კოდითა და ლიცენზიით და შეინარჩუნებს ყველა საბანკო აქტივს; (2) რეორგანიზაციის შედეგად წარმოშობილ ერთ-ერთ გამოყოფილ კომპანიას- სს „ბიჯეო ინვესტმენთს“, გადაეცემა სს „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში ამჟამად შემავალი იმ კომპანიების წილები, რომლებიც ახორციელებენ საინვესტიციო საქმიანობას უძრავი ქონების დეველოპმენტის, ჯანდაცვის, ჯანმრთელობის დაზღვევის, და სხვა სფეროებში; (3) მეორე გამოყოფილ კომპანიას - სს „ბიჯი ფაინანშიალ“, გადაეცემა სს „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში არსებული იმ კომპანიების წილები, რომლებიც ახორციელებენ საბროკერო, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საგადამხდელო სისტემებით მომსახურებისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ  და სხვა საქმიანობას. აღნიშნული კომპანიებისადა წილების დეტალური ჩამონათვალი განისაზღვრება და მოცემული იქნება რეორგანიზაციის დასრულების შესახებ აქციონერის გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეორგანიზაციის პროცედურების გავლის შემდეგ.

 

გადაწყვეტილება რეორგანიზაციის დასრულების დღისათვის სს „საქართველოს ბანკის“ არსებულ აქციონერთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილ და წარმოშობილ საწარმოებში, მიღებული იქნება რეორგანიზაციის დასრულებისა და რეორგანიზაციის შედეგად არსებული და წარმოქმნილი საწარმოების შესახებ გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ არ იქნას შელახული აქციონერთა ინტერესები.   

 

რეორგანიზაციის შედეგადწარმოშობილისაწარმოებისოლიდარულადაგებენპასუხსთავდაპირველისაწარმოსგაყოფამდეარსებულივალდებულებებისათვის.შესაბამისად,ხსენებულირეორგანიზაციისშედეგადკრედიტორთაინტერესებისრულადიქნებადაცულიდაუზრუნველყოფილიმოქმედიკანონმდებლობისმოთხოვნათასრულიდაცვით;საწარმოთა უფლებამონაცვლეობის საკითხი განისაზღვრება გაყოფის შედეგად დარჩენილ და წარმოშობილ იურიდიულ პირთა შორის შეთანხმებით.

 

ამდენად მიღებული გადაწყვეტილებ :

- დაიწყოს სს „საქართველოს ბანკი“-ს რეორგანიზაცი გაყოფის ( გამოყოფისგზით ).