ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2015
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.140.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 533 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
საფინანსო ორგანო
ასპინძის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ასპინძის  მუნიციპალიტეტის   (თვითმმართველი   ერთეულის)   ბიუჯეტის   პროექტის   მომზადებაზე   და ბიუჯეტის შესრულებაზე.
მუხლი 2
გადანაწილება
ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
მუხლი 2
თანხების   ასახვა
საქართველოს   სახელმწიფო   ბიუჯეტით  გათვალისწინებული   საერთო- სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის წესის გადანაწილების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 11.03.2015 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 23.02.2018 ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 26.02.2015 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.08.2018 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №26 2015 წლის 3 ივლისი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2  პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის  ასიგნებების   გადანაწილების  და პროგრამულ  კლასიფიკაციაში მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი - დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში - წესი)  შემუშავებულია საქართველოს  საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს   ასპინძის   მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით  გამოყოფილი   ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს  და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს. მუხლი 2🔗. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. საფინანსო ორგანო – ასპინძის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ასპინძის  მუნიციპალიტეტის   (თვითმმართველი   ერთეულის)   ბიუჯეტის   პროექტის   მომზადებაზე   და ბიუჯეტის შესრულებაზე. 2. გადანაწილება – ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3.  თანხების   ასახვა  –  საქართველოს   სახელმწიფო   ბიუჯეტით  გათვალისწინებული   საერთო- სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა. მუხლი 3🔗. ასპინძის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში  ასიგნებების  განაწილება  და  პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელება 1.  ასპინძის   მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტის ერთი  პრიორიტეტის  ფარგლებში  შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამების, ქვეპროგრამებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის   თანხების გადანაწილება. 2. შესაბამისი  სამართლებრივი  აქტისა  და საბიუჯეტო  ორგანიზაციის  მიერ წარმოდგენილი  წინადადებების საფუძველზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის  დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის  დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 3. ერთი პრიორიტეტის  ფარგლებში  პროგრამებს შორის თანხების  გადანაწილება  არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა  ასპინძის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა. 4. გადანაწილების უფლება აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 5. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი  აქტის პროექტს - ასპინძის  მუნიციპალიტეტის  გამგებელს წარუდგენს  ასპინძის     მუნიციპალიტეტის გამგეობის    საფინანსო  ორგანო (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე). 6. გადანაწილება  ასახული  უნდა იქნეს ასპინძის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საბიუჯეტო   წლის ბოლომდე. მუხლი 4🔗. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხის ასახვა 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგებელი უფლებამოსილია  შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული  კოდის  ან  პროგრამის  დამატება)  ბიუჯეტით  დამტკიცებულ  შემოსულობებსა  და გადასახდელებში. 2. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო ორგანო. 3.  განსახორციელებელი   ცვლილება  (თანხების  ასახვა)  ასპინძის მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტში  ასახვის მიზნით    (თვითმმართველი    ერთეულის   ბიუჯეტში    ცვლილების    სახით)   ერთი   თვის   ვადაში,   მაგრამ არაუგვიანეს  საბიუჯეტო  წლის  დასრულებისა,  უნდა  წარედგინოს  ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად. მუხლი 5🔗. სხვა მარეგულირებელი ნორმები 1.   გადანაწილების   ან/და   თანხების   ასახვა   ასპინძის   მუნიციპალიტეტის   გამგებელმა   უნდა   აცნობოს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,  არაუგვიანეს 5  სამუშაო დღისა. 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების  დაფარვისა  და სასამართლო გადაწყვეტილებების  აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი წესით და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.