„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2015 წლის 3 ივლისი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყვარლის   მუნიციპალიტეტის     საკრებულოს     აპარატის     დებულების    დამტკიცების    შესახებ“   ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014  წლის   25 ივლისის  №17   დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge, 4.08.2014 წ.,  010250020.35.164.016119) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.   ყვარლის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   აპარატის   დებულებას   დაემატოს   შემდეგი  შინაარსის  31 მუხლი:

„მუხლი 31. აპარატის ელექტრონული საქმისწარმოება

ა) საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება;

ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში  საქმისწარმოების  ავტომატიზებული  სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად;

გ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით;

დ)  საკრებულოს  საქმისწარმოებაში  გამოყენებული  ელექტრონული  დოკუმენტების  სახეები,  მათი გაფორმების  სტანდარტები  განისაზღვრება  სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული  დოკუმენტბრუნვის  პროგრამით,  აგრეთვე  ავტომატიზებული  ელექტრონული პროგრამით „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“;

ე)      საკრებულოს      ელექტრონულ      საქმისწარმოებას      დადგენილი      სტანდარტების      შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი“.

2.  საკრებულოს აპარატის დებულებას დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

„მუხლი 10. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1.  საკრებულოს   რეგლამენტის   51   მუხლით   განსაზღვრული   საქმისწარმოების   დანერგვის   მიზნით საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს:

ა)    სსიპ    „საჯარო     რეესტრის     ეროვნული     სააგენტოს“     ავტომატიზებული     დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 2015 წლის 31 დეკემბრამდე;

ბ)  ავტომატიზებული  პროგრამის  „მუნიციპალიტეტების  მართვის  სისტემა“ დანერგვა  2016  წლის  30 აპრილამდე;

გ)  საკრებულოს  აპარატის  მოხელეთა  სწავლება  ელექტრონული  საქმისწარმოების  ავტომატიზებული პროგრამის ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

2. ელექტრონული  საქმისწარმოების  დანერგვამდე  საკრებულოს  აპარატის  საქმის წარმოება  დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.07.2015.
როდის იქნა მიღებული „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 03.07.2015. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.164.016179.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №27, 03.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2897402/