ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.128.016226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2015 წლის 6 ივლისი

დ.ხარაგაული       

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი  16/07/2014).

1.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 108 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1 საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.kharagauli.ge და ააიპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრის“ მიერ საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი“.

2.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 108 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,4. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, მიუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.kharagauli.ge) და ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“მიერ“.

3.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 108 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www. kharagauli.ge და ააიპ  ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“  მიერ საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე