ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 |
|
2015 წლის 3 ივლისი ქ. გორი |
|
ვაჭრობის რეგულირების წესები
2. გარე ვაჭრობად ითვლება:
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული, და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება;
გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტების მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;
დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
3. თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.
ა) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) ქალაქის განვითარების ინტერესები;
ბ) ქალაქის იერსახე;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
დ) სატრანსპორტო ნაკადი;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ვ) საგზაო მოძრაობის წესები;
ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა;
თ) საზოგადოების სხვა ინტერესები;
3. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ადგილების განკარგვას საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, შემდეგი წესებით:
ა) თუ კონკრეტული ტერიტორია მდებარეობს სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცემა მეწარმეს (მისი სურვილის შემთხვევაში), აუდიტორის დასკვნით განსაზღვრული შეფასების მიხედვით.
ბ) დადგენილების ძალაში შესვლისას, გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ობიექტით მოსარგებლეს (თუ ასეთი პირი უკვე არსებობს) ქონება, გადაეცემა პირდაპირი განკარგვის წესით, ნებისმიერი ვადით, არა უგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა, აუდიტორის დასკვნით განსაზღვრული შეფასების მიხედვით.
გ) ყველა სხვა შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ადგილი, აუდიტორული დასკვნით დადგენილი შეფასების გათვალისწინებით, სარგებლობის უფლებით გაიცემა „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №16 დადგენილებით რეგულირებული წესის შესაბამისად.
4. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ადგილების განკარგვასთან ერთად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს:
ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად;
ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.
5. გარე ვაჭრობის ადგილების განკარგვა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.
5. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა
აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
6. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);
დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
7. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
დანართი №2
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართი №1-ის შესაბამისად და განისაზღვროს გარე ვაჭრობისთვის ადგილები დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, იურიდიულ სამსახურს და ეკონომიკური განვითარების სამსახურს.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე
დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესები მუხლი 1. რეგულირების სფერო