„შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №89 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1393
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
„შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №89 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №89 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, შპს „RMG Gold“-მა სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ბოლნისის სატყეო უბნის დარბაზის სატყეო კვარტალ №40-ის ლიტერ №24- ში 1.0 ჰა ფართობზე, ბოლნისის სატყეო უბნის კაზრეთის სატყეოს კვარტალ №10-ის ლიტ. №7, 8-ში 3.0 ჰა ფართობზე, დმანისის სატყეო უბნის დმანისის სატყეოს მიმდებარედ არსებული საკოლმეურნეო ტყის 2.0 ჰა ფართობზე, დმანისის სატყეო უბნის პატარა დმანისის სატყეოს მიმდებარედ არსებული საკოლმეურნეო ტყის 2.0 ჰა ფართობზე, 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე, უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება - ტყის კულტურების გაშენება.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი