შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №89
2015 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, ბოლნისის სატყეო უბნის კაზრეთის სატყეოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში არსებულ მიწის ფართობებზე (74630 კვ.მ), სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა, შპს „RMG Gold“-ს განესაზღვროს 2020 წლის პირველ იანვრამდე.
2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, შპს „RMG Gold“-მა სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის, ბოლნისის სატყეო უბნის დარბაზის სატყეო კვარტალ №40-ის ლიტერ №24-ში 1.0 ჰა. ფართობზე, ბოლნისის სატყეო უბნის კაზრეთის სატყეოს კვარტალ №10-ის ლიტ. №7, 8-ში 3.0 ჰა. ფართობზე, დმანისის სატყეო უბნის დმანისის სატყეოს მიმდებარედ არსებულ საკოლმეურნეო ტყის 2.0 ჰა. ფართობზე, დმანისის სატყეო უბნის პატარა დმანისის სატყეოს მიმდებარედ არსებულ საკოლმეურნეო ტყის 2.0 ჰა. ფართობზე, 2015 წლის 15 მარტიდან 1 მაისამდე უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება - ტყის კულტურების გაშენება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.01.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- „შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 29.01.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №89. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018558.
- სად არის „შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „RMG Gold“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“, №89, 29.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018558 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2724338/