ქალაქ თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1382
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019515
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1382

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში − სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) წინადადება, ქალაქ თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მიმართ, ზემოქმედების ზონაში მომზადებული განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (რაიონების გამგეობების) დაკვეთების საფუძველზე წარმოდგენილი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საექსპერტო გამოკვლევების ჩატარება.

2. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უსასყიდლოდ გაუწიოს მომსახურება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (რაიონების გამგეობებს) ამ განკარგულების შესაბამისად.

3. მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაუთვალისწინებლად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                  ირაკლი ღარიბაშვილი