კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1995
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019890
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1995

2015 წლის 15 სექტემბერი

 ქ. თბილისი

კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში − სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) წინადადება, კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უზრუნველყოს  ყვარლის მუნიციპალიტეტის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ახმეტის მუნიციპალიტეტის დაკვეთების საფუძველზე საექსპერტო გამოკვლევების ჩატარება.

2. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გაუწიოს საექსპერტო მომსახურება:

ა) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარის ფარგლებში;

ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარის ფარგლებში;

გ) ახმეტის მუნიციპალიტეტს – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ფარგლებში.

3. მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაუთვალისწინებლად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2015.
როდის იქნა მიღებული „კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ“?
„კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ“ მიღებულია 15.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1995. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019890.
სად არის „კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „კახეთის მხარეში 2015 წლის 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენის თაობაზე ცალკეული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ“, №1995, 15.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019890 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2986304/