„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №318 |
|
2015 წლის 6 ივლისი ქ.თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2015, 470230000.10.003.018398) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის:
1.მე-2 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის: ვ.ა) კომუნალური ხარჯების დაფინანსება; ვ.ბ) შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა; ვ.გ) შენობის დასუფთავების მომსახურების შესყიდვა; ვ.დ) შენობის დაზიანებული გარე ფასადის მინების და საკეტების შეცვლის სამუშაოების შესყიდვა; ვ.ე) მოძრავი ტიხრების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; ვ.ვ) ფარდა-ჟალუზების შესყიდვა; ვ.ზ) საინფორმაციო ბანერის (განათებით) შესყიდვა; ვ.თ) შენობის ფასადზე წარწერის შესყიდვა; ვ.ი) ელექტროობისა და წყალგაყვანილობის შეკეთების სამუშაოების შესყიდვა;“; ბ) მე-2 მუხლს დაემატოს „მ-პ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება); ნ) დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება); ო) ლიცენზირებული ცენტრალური ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების HMIS მოდულების cEMR პლატფორმით თანდათანობით ჩანაცვლებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა; პ) მობილური ამბულატორიის შესყიდვა.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ.ბ“, „ვ.გ“, „ვ.ე“, „ვ.ვ“, „ვ.ზ“, „ვ.თ“, „კ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ვ.დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ვ.ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“; გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-8 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-9 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“, ხოლო მე-12 და მე-13 პუნქტებით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ანგარიშებზე მიმართვა;“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ უზრუნველყონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისათვის და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.“; ე) მე-3 მუხლს დაემატოს მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „7. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკისა და დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს თავის მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.“. 3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 23 746.0 ათასი ლარით:
|
|