თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/8768-11 (სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8768-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/8768-11     

 

 

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2015 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

მოვალე – სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ რეაბილიტაციის მმართველი/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე

წარმომადგენელი – ლევან ქევხიშვილი

მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გაკოტრების საქმის წარმოება მოვალე სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის წარმომადგენელმა ლევან ქევხიშვილმა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით, კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნა 2015 წლის 6 ივლისს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1) სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორული მოთხოვნის 2015 წლის 26 ივნისის მდგომარეობით – 1 931 220,79 ლარის მეორე რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარება და მისი სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად ასახვა.

2) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე არ გამოცხადდა კრედიტორთა საკმარისი რაოდენობა, რის გამოც კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეული იქნეს მეორე კრება იმავე დღის წესრიგით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 10 ივლისს 10:15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1) სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ მიმართ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ კრედიტორული მოთხოვნის 2015 წლის 26 ივნისის მდგომარეობით - 1 931 220,79 ლარის მეორე რიგის კრედიტორულ მოთხოვნად აღიარება და მისი სს ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის’’ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად ასახვა.

2) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www. Tcc.gov.ge.    

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                    თამარ ჭუნიაშვილი