გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2015
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.166.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,440 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები
2 ოფისები, სააგენტოები ,პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები
3 კინოთეატრები და თეატრები
4 სკოლები, ინსტიტუტები,კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)
5 სასტუმროები
6 საავადმყოფოები
7 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები
8 ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები
9 სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ტერიტორიები და მანეჟები
10 სასურსათო საქონლის  მაღაზიები
11 სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
12 აგრარული ბაზრები
13 შერეული საქონლის ბაზრობები
14 ავტოსადგომები და საწყობები, პირდაპირი მიყიდვის გარეშე
15 ბენზინგასამართი  სადგურები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 95% 01.02.2017 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 95% 03.08.2018 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 95% 27.12.2019 ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ 95% 27.07.2018 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 95% 08.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2015 წლის 6 ივლისი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ ქვეპუნქტის, მეორე პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 ​1 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. მუხლი 2🔗 გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.50 ლარით თვეში, გარდა ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები და  მისი ოდენობის გაანგარიშების წესი  (დანართი №1). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №2). მუხლი 5🔗 გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია, განისაზღვროს 0.10 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. მუხლი 6🔗 მოსაკრებელი მთლიანად  ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №39 დადგენილება. მუხლი 8🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები და მისი ოდენობის გაანგარიშების წესი მუხლი 1🔗. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშების წესი  გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებულია ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის, ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური  მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას გამოიყენება ამ სიდიდეების კომბინაციები შემდეგი ფორმულით: მ =გ х რ,  მ-ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი) გ-მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ-ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ. ) მუხლი 2🔗. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა  თვეში შესაბამისი ზომის ერთეულის გათვალისწინებით: იურიდიული პირი ზომის ერთეული მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე 1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.03 2 ოფისები, სააგენტოები ,პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.15 3 კინოთეატრები და თეატრები მაყურებლის ერთი სავარძელი 0.05 4 სკოლები, ინსტიტუტები,კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები) ერთ მოსწავლეზე 0.03 5 სასტუმროები მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 0.80 6 საავადმყოფოები ერთი საწოლი 2,00 7 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.15 8 ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.25 9 სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ტერიტორიები და მანეჟები 1 კუბ.მ ნარჩენზე 10.0 10 სასურსათო საქონლის  მაღაზიები სამუშაო ფართის 1 კვ.მ 0.25 11 სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები სამუშაო ფართის 1 კვ.მ 0.20 12 აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.10 13 შერეული საქონლის ბაზრობები საერთო ფართის  1 კვ.მ 0.06 14 ავტოსადგომები და საწყობები, პირდაპირი მიყიდვის გარეშე ღია ფართის 1 კვ.მ 0.05 დახურული ფართის 1 კვ.მ 0.05 15 ბენზინგასამართი  სადგურები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.10 16 ავტომანქანების სარემონტო სადგურები. ტექ. მომსახურების ადგილები ღია ფართის 1 კვ.მ 0.20 დახურული ფართის 1 კვ.მ 0.20 17 აბანოები, საუნები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.10 18 სადალაქოები და სილამაზის სალონები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.50 19 რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.20 20 საცხობები სამუშაო ფართის 1 კვ.მ 0.20 21 ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.30 22 რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები დახურული ფართის 1 კვ.მ 0.10 23 საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები ღია ფართის 1 კვ.მ 0.01 24 ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 კვ.მ 0,25 25 საკვირაო აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 კვ.მ 0,06 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს კანონის - „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს. 2. ეს წესი აწესრიგებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული, უფლებამოსილი სამსახურის მეშვეობით, მოსაკრებლის ამოსაღებად, იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით. 6. მოსაკრებლის გადაუხდელობისას, გადახდის ვადების დარღვევისას დამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნომრები მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება,რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის განაკვეთი, წესდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში - ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდგომ - მესაკუთრე/ მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4. მოსაკრებელის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ). 6. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. 7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 8. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება. 9. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3.მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე. 4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი). ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით. 5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 6. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. მუხლი 5🔗. დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების განხორციელების წესი   დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება შესაძლოა განხორციელდეს როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, აგრეთვე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი 1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ და ფიზიკურ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება. მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა წარმოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. 2. დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის და ხელშეკრულების სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მესაკუთრის მონაცემები; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) გადასახდელი თანხა; დ) გადახდის ვადა; ე) მხარეთა უფლება - მოვალეობები; 3.  დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.