ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2015 წლის 7 ივლისი დაბა ადიგენი |
|
2. წესის მიღების მიზანია ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის მოწესრიგება.
ა) გეოგრაფიული ობიექტი – ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული დასახლება, უბანი, ესა თუ ის ზონა, წყარო, მოედანი, გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, სასაფლაო, შენობა-ნაგებობაა ა.შ. და სხვა მსგავსი სისტემის ობიექტი;
ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი;
გ) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – ობიექტის სახელწოდების კორექტირება ზოგადეროვნული და ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით;
დ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
ე) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე, სამეცნიერო ან /და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში;
ვ) ნუმერაცია – დადგენილი წესით, გარკვეული რიგითობის მიხედვით გეოგრაფიული ობიექტების, აგრეთვე მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არსებული ციფრების, ქართული ანბანის ან/და ინდექსების მეშვეობით;
ზ) ბინა მრავალბინიან სახლში – ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი (მათ შორის, კომერციული) მიზნებისთვის;
თ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება ან ნუმერაცია;
ი) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის;
კ) ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;
ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.
2. აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) რეგიონში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;
ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია;
გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება;
დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა ან სიტყვათა წყობა არ შეესაბამება რეალობას;
ე) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა;
ვ) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები;
ზ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
თ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება და კატეგორია;
ი) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის აუცილებლობას.
2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებულ სახელდებისას მისი სახელ-გვარი ან ზედწოდება უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით.
3. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგალითად: „დ. აღმაშენებელი“).
4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგალითად: „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).
5. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზეწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზეწოდება (მაგალითად: „მეფე დიმიტრი თავდადებულის ქუჩა“).
6. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა გადმოიცეს სიტყვიერად და არა ციფრებით (მაგალითად: „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღის გამოყენებისას გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობა (მაგალითად: „26 მაისის მოედანი“).
7. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ.: „დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც.
8. გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს, შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
ა) აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის მიხედვით;
ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.
2. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება (მაგ., ,,შ. რუსთაველი“, ,,დ. აღმაშენებელი“, ,,ი.გურჯი“).
3. დაუშვებელია ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება სხვა, იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას.
4. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ დატოვება.
5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული აქტის შესახებ ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით.
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
3. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
4. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე – არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
5. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.
2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების და ნუმერაციის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შემოსული ყველა სახის ინიციატივა (განცხადება, მომართვა, საჩივარი, წინადადება და სხვა) წარედგინება ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციაზე მომუშავე საკრებულოს შესაბამის კომისიას.
4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას კომისია განიხილავს 30 სამუშაო დღის ვადაში, საკითხის სირთულის მიხედვით პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს დაინტერესებულ პირთან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებით.
5. წინამდებარე წესის მოთხოვნებთან ინიციატივის შესაბამისობის შემთხვევაში კომისია თავის დასკვნა-რეკომენდაციას და განკარგულების პროექტს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
6. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარმოდგენილ დასკვნა-რეკომენდაციას და განკარგულების პროექტს თან უნდა ერთოდეს (კონკრეტული საჭიროების შესაბამისი) დოკუმენტაცია:
ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ობიექტის აღწერა (ნახაზი, ორთოფოტო, საკადასტრო რუკა და სხვა);
გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პირის შესახებ;
დ) დაინტერესებული პირის საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, კრების გადაწყვეტილება და ა.შ.).
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზაციის, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია).
8. საკრებულოს განკარგულება გეოგრაფიული ობიექტების (ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, წყაროს, მოედნის, გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, სასაფლაოს, შენობა-ნაგებობის და ა.შ.) სახელდების და ნუმერაციის თაობაზე მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნებათ:
ა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადიგენის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს;
ბ) შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს შესაბამის სერვისცენტრს;
გ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურს;
დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.