ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 08.07.2015
ძალის დაკარგვა 29.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 643 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.07.2015 მიღება
29.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2015 წლის 8 ივლისი ქ. თელავი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სამშენებლო  საქმიანობაზე ქალაქ თელავის მუნიციპლიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 განისაზღვროს ჯარიმის ოდენობა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი №1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წ ე ს ი 1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ქალაქ თელავის მუნიციპლიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. 2.    ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს ქალაქში მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე, კერძოდ, თუ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, დაფიქსირებული იქნება მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების ფაქტი და ადგილზე ვერ მოხერხდება მიმდინარე  საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ, მოხდება მითითების ფორმის შედგენა, რომელიც ჩაჰბარდება მეპატრონეს. იმ შემთხვევაში თუ მეპატრონე არ ჩაიბარებს მითითებას,  მოხდება მისი  თვალსაჩინო ადგილზე  გაკვრა და ფოტოს გადაღება, რაც ჩაითვლება ოფიციალურ ჩაბარებად, რომლითაც ობიექტის მეპატრონეს მიეცემა ვადა არაუმცირეს 3 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, რათა წარმოადგინოს ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის საჭირო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობა ან ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ (სამართალდამრღვევის მიმართ) გატარდება კანონის შესაბამისი ღონისძიება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მითითებით მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, სპეციალისტი ავსებს შემოწმების აქტს, რომელშიც უთითებს მითითება შესრულდა თუ არა. თუ დამრღვევის მიერ მითითება შესრულებულია, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუ მითითება არ შესრულდება, შედგება უწყების ფორმა, რომლითაც სამართალდამრღვევი დაბარებული იქნება საქმის განხილვაზე ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამის ხელმძღვანელთან. ამის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი დაჯარიმების შესახებ. 3. ჯარიმის შესახებ ბრძანების გამოცემისთანავე, მოქალაქეს ბარდება ბრძანება, თუ არ ჩაიბარებს, მოხდება  თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა (სახლის კარებზე ან ობიექტზე), ფოტოგადაღება და მოქალაქე დაჯარიმდება. 4. თუ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვა მომართვა (წერილი ან განცხადება) მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ვადის დასრულებამდე, მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დაყენებული საკითხის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   შედგება სამართალდარღვევის ოქმი და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით. 5.თუ დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ არ იქნება გადახდილი შესაბამისი ჯარიმის თანხა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამზადებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს საურავის დაკისრების შესახებ, მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ ბრძანება ჩაჰბარდება სამართალდამრღვევს. 6.ანალოგიური მითითებით იწყება საქმისწარმოება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 48-ე, 49-ე, 50-ე მუხლებთან დაკავშირებით. დანართი №2 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების   ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში  დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის  ოდენობის განსაზღვრა 1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მშენებლოის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე, ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს 0,1 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე.