თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2018 წლის 23 მარტი ქ. თელავი |
|
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე, კერძოდ: თუ სამშენებლო საქმიანობაზე დაფიქსირებული იქნება მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების ფაქტი და ადგილზე ვერ მოხერხდება მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, უფლებამოსილი პირის მიერ მოხდება მითითების ფორმის შედგენა, რომელიც ჩაჰბარდება მეპატრონეს. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე არ ჩაიბარებს მითითებას, მოხდება მისი თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა და ფოტოს გადაღება, რაც ჩაითვლება ოფიციალურ ჩაბარებად, რომლითაც ობიექტის მეპატრონეს მიეცემა ვადა არაუმცირეს 3 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ოდენობით, რათა წარმოადგინოს ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის საჭირო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობა ან ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ გატარდება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 43-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება. მითითებით მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი პირი ავსებს შემოწმების აქტს, რომელშიც უთითებს მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის ფაქტს. თუ მითითება არ შესრულდება, შეივსება უწყების ფორმა, რომლითაც სამართალდამრღვევი დაბარებული იქნება საქმის განხილვაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა დადგენილება დაჯარიმების შესახებ.
ჯარიმის შესახებ დადგენილების გამოცემისთანავე, იგი უნდა ჩაჰბარდეს მოქალაქეს, ხოლო თუ არ ჩაიბარებს, მოხდება დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა (სახლის კარებზე ან ობიექტზე), ფოტოგადაღება და მოხდება მოქალაქის დაჯარიმება.
თუ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვა მომართვა (წერილი ან განცხადება) მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე, ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მიერ ფიქსირდება სამართალდარღვევა, კერძოდ: დარღვეული იქნება მშენებლობის ექსპლუატაციაში წარსადგენი ვადები, დარღვეული იქნება ობიექტის პირვანდელი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი (პროექტის გადახვევით წარმოებული მშენებლობა) უფლებამოსილი პირის მიერ, შედგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება შესაბამისი სამართალდარღვევა და სამართალდამრღვევის მიმართ გატარდება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 45-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება. ანალოგიურად უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა დადგენილება, რომელიც ჩაბარდება სამართალდამრღვევს.
თუ დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ არ იქნება გადახდილი შესაბამისი ჯარიმის თანხა, უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა დადგენილება საურავის დაკისრების შესახებ, რომელიც ჩაჰბარდება სამართალდამრღვევს.
ანალოგიური მითითებით იწყება საქმისწარმოება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 48-ე, 49-ე, 50-ე მუხლებთან დაკავშირებით.