ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2015 წლის 8 ივლისი ქ. თელავი |
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის
წ ე ს ი
2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს ქალაქში მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე, კერძოდ, თუ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, დაფიქსირებული იქნება მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების ფაქტი და ადგილზე ვერ მოხერხდება მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ, მოხდება მითითების ფორმის შედგენა, რომელიც ჩაჰბარდება მეპატრონეს. იმ შემთხვევაში თუ მეპატრონე არ ჩაიბარებს მითითებას, მოხდება მისი თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა და ფოტოს გადაღება, რაც ჩაითვლება ოფიციალურ ჩაბარებად, რომლითაც ობიექტის მეპატრონეს მიეცემა ვადა არაუმცირეს 3 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, რათა წარმოადგინოს ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის საჭირო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობა ან ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ (სამართალდამრღვევის მიმართ) გატარდება კანონის შესაბამისი ღონისძიება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მითითებით მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, სპეციალისტი ავსებს შემოწმების აქტს, რომელშიც უთითებს მითითება შესრულდა თუ არა. თუ დამრღვევის მიერ მითითება შესრულებულია, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუ მითითება არ შესრულდება, შედგება უწყების ფორმა, რომლითაც სამართალდამრღვევი დაბარებული იქნება საქმის განხილვაზე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამის ხელმძღვანელთან. ამის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი დაჯარიმების შესახებ.
3. ჯარიმის შესახებ ბრძანების გამოცემისთანავე, მოქალაქეს ბარდება ბრძანება, თუ არ ჩაიბარებს, მოხდება თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა (სახლის კარებზე ან ობიექტზე), ფოტოგადაღება და მოქალაქე დაჯარიმდება.
4. თუ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვა მომართვა (წერილი ან განცხადება) მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ვადის დასრულებამდე, მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დაყენებული საკითხის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შედგება სამართალდარღვევის ოქმი და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით.
5.თუ დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ არ იქნება გადახდილი შესაბამისი ჯარიმის თანხა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამზადებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს საურავის დაკისრების შესახებ, მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ ბრძანება ჩაჰბარდება სამართალდამრღვევს.
6.ანალოგიური მითითებით იწყება საქმისწარმოება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 48-ე, 49-ე, 50-ე მუხლებთან დაკავშირებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 08.07.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.176.016091.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.03.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №32, 08.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016091 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2903452/