ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.07.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 562 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 16.12.2016 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების ასვე სახურავების არმქონე საცხოვრებელი სახლების გამოვლენის აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 19.11.2019 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.05.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.03.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 18.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2015 წლის 10 ივლისი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების,  54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამა“ დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პ რ ო გ რ ა მ ა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე  საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენა, აღრიცხვა და პროგრამით მოსარგებლეებისათვის მათი აღდგენა ან აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების მიწოდება. მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის - „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის დროებითი კომისია“ (შემდგომში - კომისია). მუხლი 3🔗. პროგრამით მოსარგებლეები პროგრამით მოსარგებლეები არიან: ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოცილურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 65 000-მდე; ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეები ან/და კანონიერი მფლობელები, რომელთა საცხოვრებელი სახლების  შემოწმებით ირკვევა, რომ სახურავის ფაქტობრივი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი და ხანდაზმულობა კომისიის წევრთა უმრავლესობისათვის სარწმუნოს ხდის, რომ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა ოჯახს დამოუკიდებლად, ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია, ხოლო დახმარების არგაწევა მნიშვნელოვნად გაზრდის ზარალის რისკებს და მასშტაბებს. მუხლი 4🔗. პროგრამით სარგებლობის საფუძვლები პროგრამით სარგებლობისათვის სავალდებულოა: ა) პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მოქალაქის მიერ წარმოადგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად; ბ) კომისიის დადებითი გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლის გადახურვის ან განმცხადებლისთვის დაზიანებული სახურავის აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების გადაცემის შესახებ; გ) პროგრამით მოსარგებლე იყოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელი; დ) სოცილურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი ქულათა რაოდენობის მითითებით (პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში). მუხლი 5🔗. პროგრამის მოცულობა პროგრამა ითვალისწინებს: ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენასა და აღრიცხვას, აღნიშნული სახლების მესაკუთრეების ან/და კანონიერი მფლობელების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე; ბ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების ხელახალ გადახურვას ან მხოლოდ შესაბამისი სამშენებლო მასალების გადაცემას  - პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში; გ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურევების აღდგენისათვის შესაბამისი სამშენებლო მასალების გადაცემას - პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში. მუხლი 6🔗. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესი 1.კომისია მოქალაქის განცხადებას განიხილავს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 2.კომისია უზრუნველყოფს დაზიანებული სახურავების ადგილზე დათვალიერებას, ფოტოგადაღებას, ადგილზე დათვალიერების შედეგების შეჯამებას შემდგომ, დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის. 3.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის გადახურვის ან სამშენებლო მასალის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით. 4.კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 5.კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში და დასტურდება კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით. ფოტომასალა, აგრეთვე ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია გახდეს დახმარების გაცემის საფუძველი, ოქმის შემადგენელი ნაწილია. 6.კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება გასაცნობად კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გადაეცემა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, რის საფუძველზეც ცხადდება შესაბამისი ტენდერი. 7. საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავების  აღდგენას ან აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების მიწოდებას უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. 8.კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ოქმების შენახვა, კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ მასალები გადაეცემა კანცელარიას, სადაც დაცული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ვადით.