ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დაზიანებული სახურავების ასვე სახურავების არმქონე საცხოვრებელი სახლების გამოვლენის აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2019 წლის 19 ნოემბერი ქ. ბათუმი |
|
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს:
ა.ა)0-დან 140 000-მდე;
ა.ბ) ოჯახები, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა ხანძრის შედეგად;
ა.გ) სახურავების არმქონე საცხოვრებელ სახლებზე თუნუქი გაიცემა 2010 წლამდე აშენებულ საცხოვრებელ სახლებზე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს გააჩნია ხე მასალა თუნუქის გადასახურად;
ა.დ) განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თუნუქის გაცემა, პროგრამით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი ქულის მქონე და ასევე ქულის არმქონე ოჯახებზე;
ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეები ან/და კანონიერი მფლობელები, რომელთა საცხოვრებელი სახლების შემოწმებით ირკვევა:
ბ.ა) სახურავის ფაქტობრივი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი და ხანდაზმულობა;
ბ.ბ) დაზიანების აღმოფხვრა ოჯახს დამოუკიდებლად, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია;
ბ.გ) საცხოვრებელი სახლი/სახლები დაუზიანდა ხანძრის შედეგეად და არ აქვთ სახურავი გადახურული;
ბ.დ) დახმარების არგაწევა მნიშვნელოვნად გაზრდის ზარალის რისკებს და მასშტაბებს;
ა) პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად შესაბამისი განცხადება, ოჯახის წევრების პირადობების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
2. კომისია ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მოიძიოს ინფორმაცია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არარსებობის შესახებ.
3. პროგრამით მოსარგებლე შესაძლებელია იყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელი.
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენასა და აღრიცხვას, აღნიშნული სახლების მესაკუთრეების ან/და კანონიერი მფლობელების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე;
ბ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების ასევე გადაუხურავი საცხოვრებელი სახლების გადახურვას შესაბამისი სამშენებლო მასალების გადაცემას (თუნუქი) – პროგრამის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის „ა.ა“ ,,ა.ბ“ ,,ა.გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში;
გ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების ასევე გადაუხურავი საცხოვრებელი სახლების გადახურვას შესაბამისი სამშენებლო მასალების გადაცემას (თუნუქი) – პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ოჯახის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ დახმარების არ გაწევა გამოიწვევს მნიშვნელოან ზიანს .
2. კომისია უზრუნველყოფს დაზიანებული სახურავების ადგილზე დათვალიერებას, ფოტოგადაღებას, ადგილზე დათვალიერების შედეგების შეჯამებას შემდგომ დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
4. კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში და დასტურდება კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით. ფოტომასალა, აგრეთვე ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია გახდეს დახმარების გაცემის საფუძველი, ოქმის შემადგენელი ნაწილია.
5. საცხოვრებელი სახლების გადასახურად სახურავების აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების (თუნუქის) მიწოდებას უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.
6. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ოქმების შენახვა კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ მასალები გადაეცემა კანცელარიას, სადაც დაცული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადით.