ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2015 წლის 10 ივლისი ქ. მცხეთა |
|
პ რ ო გ რ ა მ ა
ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოცილურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 65 000-მდე;
ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეები ან/და კანონიერი მფლობელები, რომელთა საცხოვრებელი სახლების შემოწმებით ირკვევა, რომ სახურავის ფაქტობრივი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი და ხანდაზმულობა კომისიის წევრთა უმრავლესობისათვის სარწმუნოს ხდის, რომ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა ოჯახს დამოუკიდებლად, ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია, ხოლო დახმარების არგაწევა მნიშვნელოვნად გაზრდის ზარალის რისკებს და მასშტაბებს.
ა) პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მოქალაქის მიერ წარმოადგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად;
ბ) კომისიის დადებითი გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლის გადახურვის ან განმცხადებლისთვის დაზიანებული სახურავის აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების გადაცემის შესახებ;
გ) პროგრამით მოსარგებლე იყოს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელი;
დ) სოცილურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი ქულათა რაოდენობის მითითებით (პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში).
ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენასა და აღრიცხვას, აღნიშნული სახლების მესაკუთრეების ან/და კანონიერი მფლობელების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე;
ბ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების ხელახალ გადახურვას ან მხოლოდ შესაბამისი სამშენებლო მასალების გადაცემას - პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
გ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურევების აღდგენისათვის შესაბამისი სამშენებლო მასალების გადაცემას - პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში.
2.კომისია უზრუნველყოფს დაზიანებული სახურავების ადგილზე დათვალიერებას, ფოტოგადაღებას, ადგილზე დათვალიერების შედეგების შეჯამებას შემდგომ, დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის.
3.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის გადახურვის ან სამშენებლო მასალის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
4.კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
5.კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში და დასტურდება კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით. ფოტომასალა, აგრეთვე ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია გახდეს დახმარების გაცემის საფუძველი, ოქმის შემადგენელი ნაწილია.
6.კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება გასაცნობად კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გადაეცემა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, რის საფუძველზეც ცხადდება შესაბამისი ტენდერი.
7. საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავების აღდგენას ან აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების მიწოდებას უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
8.კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ოქმების შენახვა, კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ მასალები გადაეცემა კანცელარიას, სადაც დაცული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ვადით.