საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1421
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა პროექტ „ბათუმი ჰიტ სეზონი - 2015-ის“ განხორციელებისათვის საჭირო 1 086 852 (ერთი მილიონ ოთხმოცდაექვსი ათას რვაას ორმოცდათორმეტი) ლარის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურების ნაწილის (მონაწილეთა ჰონორარები/უცხოელი შემსრულებლები - 893 432 (რვაას ოთხმოცდაცამეტი ათას ოთხას ოცდათორმეტი) ლარი) შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
3. სსიპ − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდსა და ა(ა)იპ − ბათუმის კულტურის ცენტრს შორის 2015 წლის 25 ივნისს გაფორმებული №89 ხელშეკრულების მიმართ (1 086 852 (ერთი მილიონ ოთხმოცდაექვსი ათას რვაას ორმოცდათორმეტი) ლარი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 03.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1421. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019572.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №1421, 03.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019572 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2907384/