საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის- არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №74 |
|
2015 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი |
|
ნიმუში:
ა ღწერილობა:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემა არის ლურჯი არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი. ველის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ექვსკუთხა ფარი. ფარის ველი ლურჯია. ფარის ზედა ნაწილში ლურჯ ველზე გამოსახულია გზის მიმართულების მაჩვენებელი ნაცრისფერი ნიშანი. ფარის ქვედა ნაწილში ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრიათ, რომელზეც გადაშლილი ლურჯი წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო ვერცხლისფერი გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენისა კი – ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინები ისეა გამოსახული, რომ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს.
მრგვალ ჰერალდიკურ ფარს ორი ქობა შემოჰყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა ნაცრისფერია და სისქით ორჯერ მცირეა სიღრმეში შემოყოლებულ ლურჯ ქობაზე. ვერცხლისფერ ქობაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია ლურჯი წარწერა: ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო“. ლურჯ ქობაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია ვერცხლისფერი წარწერა: ,,პრობაციის ეროვნული სააგენტო“.