📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 14.07.2015
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2015
matsne.gov.ge 419 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეული
2 კოხტას ადმინისტრაციული ერთეული
3 არ-სარვანის ადმინისტრაციული ერთეული
4 ბარეთის ადმინისტრაციული ერთეული
5 ბეშთაშენის  ადმინისტრაციული ერთეული
6 ბედიანის ადმინისტრაციული ერთეული
7 თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეული
8 ჩივთ-კილისის ადმინისტრაციული ერთეული
9 წინწყაროს ადმინისტრაციული ერთეული
10 ავრანლოს ადმინისტრაციული ერთეული
11 აშკალის ადმინისტრაციული ერთეული
12 აიაზმის ადმინისტრაციული ერთეული
13 ბურნაშეთის ადმინისტრაციული ერთეული
14 სამების ადმინისტრაციული ერთეული
15 გუმბათის ადმინისტრაციული ერთეული
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.06.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.07.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 03.08.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 15.06.2015 „ნარჩენების მართვის კოდექსი" საქართველოს კანონის მიზნებისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 26.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2015 წლის 14 ივლისი ქ. წალკა საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილის,  48-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის  შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტში იმ ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორია, სადაც 2016 წლის 15 იანვრამდე  არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი, მე-7 (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 (გარდა იურიდიული პირისა) ნაწილებით და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა,  დანართი №1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 განისაზღვროს წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №14 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10.07.2015, 010250050.35.155.016167) „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი №1 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების  შეგროვების და გატანის სისტემების არმქონე ტერიტორიები 1  ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეული  გარდა ქ. წალკისა 2 კოხტას ადმინისტრაციული ერთეული  3 არ-სარვანის ადმინისტრაციული ერთეული  4 ბარეთის ადმინისტრაციული ერთეული  5 ბეშთაშენის  ადმინისტრაციული ერთეული 6 ბედიანის ადმინისტრაციული ერთეული  გარდა დაბა ბედიანისა 7 თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეული  8 ჩივთ-კილისის ადმინისტრაციული ერთეული  9 წინწყაროს ადმინისტრაციული ერთეული  10 ავრანლოს ადმინისტრაციული ერთეული  11 აშკალის ადმინისტრაციული ერთეული  12 აიაზმის ადმინისტრაციული ერთეული  13 ბურნაშეთის ადმინისტრაციული ერთეული 14 სამების ადმინისტრაციული ერთეული  15 გუმბათის ადმინისტრაციული ერთეული  16 დაშბაშის ადმინისტრაციული ერთეული  17 დარაკოვის ადმინისტრაციული ერთეული  18 საყდრიონის ადმინისტრაციული ერთეული 19 განთიადის ადმინისტრაციული ერთეული 20 თეჯისის ადმინისტრაციული ერთეული 21 კუშის ადმინისტრაციული ერთეული  22 კიზილ-კილისის ადმინისტრაციული ერთეული  23 კაბურის ადმინისტრაციული ერთეული  24 ნარდევანის ადმინისტრაციული ერთეული  25 ბერთის ადმინისტრაციული ერთეული  26 ოზნის ადმინისტრაციული ერთეული  27 რეხის ადმინისტრაციული ერთეული  28 ხაჩკოვის ადმინისტრაციული ერთეული  29 ხანდოს ადმინისტრაციული ერთეული  30 არწივანის ადმინისტრაციული ერთეული დანართი №2  წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტირიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს  „ნარჩენების მართვის კოდექსი“  საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას: ქ. წალკის ადმინისტრაციულ ერთეულში: ქ.წალკა 9 აპრილის სახელობის სკვერი; სპორტული მოედნების ტერიტორიები; გმირთა მემორიალის ტერიტორიზე არსებული სკვერი; არისტოტელეს ქუჩაზე მდებარე სკვერების ტერიტორიები და ქ.წალკის ცენტრალური პარკი; არისტოტელეს ქუჩა მ. კოსტავას ქუჩიდან   თამარ მეფის ქუჩის გადაკვეთამდე; მერაბ კოსტავას ქუჩა იოსელიანის ქუჩიდან  ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე; 25 მარტის ქუჩა იოსელიანის ქუჩიდან არისტოტელეს ქუჩის გადაკვეთამდე;