საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016486
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | 9 |
| 2 | 10 |
| 3 | 11 |
| 4 | 12 |
| 5 | 13 |
| 6 | 14 |
| 7 | 15 |
| 8 | 16 |
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
№11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №71
2015 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულება თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მოსამსახურეებისგან ბრძანებით შექმნას ჯგუფები, რომლებიც დროებით, მსჯავრდებულთა რაოდენობისა და დაწესებულებაში განსახორციელებელი პროექტების გათვალისწინებით შეასრულებენ ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სექტორის ჯგუფების ფუნქციებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისი საშტატო ნუსხის დამტკიცებამდე და შესაბამისი მოსამსახურეების დანიშვნამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის პირველი სექტემბრისა.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულება (შემდგომში-დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) №
16 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომში-დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ეს დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, მსჯავრდებულთათვის, რომლებიც სასჯელს იხდიან დაწესებულებაში და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე.
3. დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით.
მუხლი 2🔗. დაწესებულება
1. დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებულება არის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
2. დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულებზე მუდმივი მეთვალყურეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. დაწესებულება პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით გამოდის სასამართლოში.
5. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტრო. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
6. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.
7. დაწესებულების მისამართია ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. 60.
მუხლი 3🔗. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები:
1. დაწესებულების ამოცანებია:
ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება საშიშროების დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის;
ბ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია;
დ) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის ზრდის თავიდან აცილება.
2. დაწესებულების ფუნქციებია:
ა) მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და გეგმის შესაბამისად სასჯელის მოხდის ორგანიზება;
ბ) ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში მსჯავრდებულთათვის შრომის, განათლების ან/და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნა;
გ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა;
დ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება;
ე) მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის –
პაემნების, სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომში –
დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
თ) მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და მკურნალობის ხელშეწყობა;
ი) დაწესებულებაში, უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება;
კ) მსჯავრდებულთა ინტერესების, პოზიტიური პოტენციალის გამოვლენა, შეფასება და ამაღლება;
ლ) დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვა;
ო) პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება;
პ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულებსა და იმ პირებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აგრეთვე ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების ორგანიზება და განხორციელება, მათ შორის, სხვა მსჯავრდებულების მონაწილეობით;
ჟ) მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულთა ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება;
რ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოში დაბალი რისკის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისთვის (შემდგომში –
დეპარტამენტის დირექტორი) წარდგენა;
ს) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მომზადება;
ტ) დაწესებულებაში კულტურული, რელიგიური, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზება;
უ) იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავების/განხორციელების მიზნით;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი II
დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 4🔗. დაწესებულების მართვა
1. დაწესებულებას მართავს დაწესებულების დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეების, დაწესებულების სტუქტურული ერთეულების უფროსების, სექტორის მენეჯერებისა და ცვლის მენეჯერების მეშვეობით.
3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე –
სოციალურ დარგში და საორგანიზაციო დარგში. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით.
4. სოციალურ დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილე წარმართავს მსჯავრდებულთათვის სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვასა და მის აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცესს, უშუალოდ ხელმძღვანელობს სექტორის მენეჯერების მუშაობას და პასუხისმგებელია სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე.
5. დაწესებულების დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში წარმართავს დაწესებულების ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საქმიანობას, უშუალოდ ხელმძღვანელობს დაწესებულების შესაბამისი სტუქტურული ერთეულების უფროსების მუშაობას, გარდა უსაფრთხოებისა და სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებისა, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება დირექტორს.
6. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების, დაწესებულების თითოეული სტრუქტურული ერთეულის უფროსის, სექტორის მენეჯერისა და ცვლის მენეჯერის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 5🔗. დაწესებულების დირექტორი
1. დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია:
ა) დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლების მინიჭება;
გ) დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში;
დ) დეპარტამენტის დირექტორისთვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, ადამიანური რესურსების გამოყოფის, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა;
ე) დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისა და სექტორების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მოსმენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
თ) მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე განკარგულების, ხოლო წახალისების თაობაზე –
ბრძანების გამოცემა;
ი) სამარტოო და შიდა კლასიფიკაციის საკნების განსაზღვრა;
კ) მულტიდისციპლინური გუნდის/გუნდების შექმნა;
ლ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის დამტკიცება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე და დაწესებულებისთვის გამოყოფილ მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე.
3. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე საორგანიზაციო დარგში, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში –
მოადგილე სოციალურ დარგში.
მუხლი 6🔗. დაწესებულების საქმიანობის ორგანიზება
1. დაწესებულების ამოცანების განხორციელებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით იქმნება სტრუქტურული ერთეულები.
2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) ლოჯისტიკის განყოფილება;
გ) უსაფრთხოების განყოფილება;
დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.
3. მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვისა და მის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზების მიზნით დაწესებულების შიდა ტერიტორია (როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი ნაწილი) იყოფა 7 სექტორად. აქედან, 3 არის საცხოვრებელი სექტორი, ხოლო 4 –
ფუნქციონალური სექტორი. თითოეულ სექტორში დანაყოფების მიხედვით შექმნილია სექტორის ჯგუფი, სექტორში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურის, სოციალური მუშაკისა და დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სხვა პირებისგან. სექტორის ჯგუფს/ჯგუფებს ხელმძღვანელობს სექტორის მენეჯერი.
4. დაწესებულების საცხოვრებელი სექტორები განისაზღვრება მსჯავრდებულთა საერთო საცხოვრებლების შენობების შესაბამისად და შედგება „A“, „B“ და „C“ საცხოვრებელი კორპუსებისაგან.
5. დაწესებულების ფუნქციონალური სექტორებია:
ა) საგანმანათლებლო სექტორი;
ბ) პროფესიული სწავლების სექტორი;
გ) საწარმოო სექტორი;
დ) სარეკრეაციო და ადმინისტრაციული სექტორი.
6. დაწესებულების არასაცხოვრებელი ნაწილის შენობა-ნაგებობების და ტერიტორიის სექტორებისადმი მიკუთვნების საკითხთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის წარდგინების საფუძველზე პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.
7. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში. საექიმო-სამედიცინო პუნქტში საქმიანობას ეწევიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის საჯარო მოსამსახურეები და მოწვეული სპეციალისტები. ამ პირების სამუშაო რეჟიმი განისაზღვრება სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები.
9. დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული განყოფილება
ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კორესპონდენციის, მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;
ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;
გ) დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ვ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების პროექტების მომზადება;
ზ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ი) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების/დახმარების გაწევა;
კ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ლ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
მ) მოქალაქეებისათვის კონსულტაციებისა და დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მომსახურების გაწევა;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 8🔗. ლოჯისტიკის განყოფილება
ლოჯისტიკის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;
გ) დაწესებულების ელექტროენერგიით, გაზით და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა;
დ) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა, მიღება-გაცემა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 9🔗. უსაფრთხოების განყოფილება
1. უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:
ა) მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენცია და გამოვლენა;
გ) დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთის უზრუნველყოფა;
დ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;
ე) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე კონტროლი;
ვ) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება და მათი სათანადო წესით შემოწმება;
ზ) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება;
თ) დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ი) დაწესებულებაში, უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება;
კ) უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
მ) დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. უსაფრთხოების განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.
მუხლი 10🔗. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება
1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა;
ბ) მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება;
გ) დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება;
დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.
მუხლი 11🔗. საცხოვრებელი სექტორი
1. საცხოვრებელი სექტორი პასუხისმგებელია მულტიდისციპლინური გუნდის მეშვეობით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და მის შესრულებაზე.
2. თითოეული საცხოვრებელი სექტორი შედგება ოთხი დანაყოფისაგან:
ა) N
1 დანაყოფი მოიცავს სექტორის პირველ სართულს, სადაც განთავსებულია საკნები, საშხაპე, გასახდელი, სამრეცხაო, საშრობი, ჰოლი, მოსამსახურეთა სამუშაო ოთახები, საექიმო-სამედიცინო პუნქტის ერთი ოთახი, რელიგიური რიტუალებისათვის განკუთვნილი ერთი ოთახი („C“ საცხოვრებელ სექტორში), დერეფანი და კიბის უჯრედი (პირველი და მეორე სართულზე ასასვლელი);
ბ) N2 დანაყოფი მოიცავს სექტორის მეორე სართულს, სადაც განთავსებულია საკნები, საშხაპე, გასახდელი, სამრეცხაო, საშრობი, ჰოლი, დერეფანი, მოსამსახურეთა სამუშაო ოთახები და კიბის უჯრედი (მეორე და მესამე სართულზე ასასვლელი);
გ) N3 დანაყოფი მოიცავს სექტორის მესამე სართულს, სადაც განთავსებულია საკნები, საშხაპე, გასახდელი, სამრეცხაო, საშრობი, ჰოლი, დერეფანი და მოსამსახურეთა სამუშაო ოთახები;
დ) N4 დანაყოფი წარმოადგენს სექტორის ეზოს.
3. საცხოვრებელი სექტორის ფუნქციებია:
ა) მსჯავრდებულის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, ინდივიდუალური გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) საცხოვრებელ სექტორში მსჯავრდებულთა ყოფნისას დებულების დაცვაზე ზედამხედველობა და დღის განრიგის მოთხოვნების ან სხვა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;
გ) მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალების მომზადება;
დ) მსჯავრდებულთა მიმარ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ან წახალისების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;
ე) სექტორში არსებული ვითარების შესახებ ცვლის მენეჯერების სისტემატური ინფორმირება;
ვ) სექტორის დანაყოფებებზე დასაცავი ობიექტების, შესაბამისი ინვენტარის, ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება;
ზ) დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულთა რაოდენობრივი და ვიზუალური შემოწმება;
თ) სექტორის დანაყოფზე არსებულ სივრცეებში მსჯავრდებულთა გადაადგილების კონტროლი;
ი) საჭიროების არსებობისას, სექტორიდან მსჯავრდებულთა ორგანიზებულად გაყვანა;
კ) კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, სექტორზე მსჯავრდებულთა სრული და არასრული შემოწმების ჩატარება, საერთო საცხოვრებლების, სხვა სივრცეების, სათავსოებისა და ეზოს შემოწმება-დათვალიერება და შესაბამისი რეაგირება, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
ლ) სექტორის მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა;
მ) სექტორის დანაყოფების საგუშაგოებზე სამორიგეო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება პირობით ვადამდე გათავისუფლების, შეწყალების კომისიისა და სხვა შესაბამისი ორგანოებისათვის წარსადგენად;
ო) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულის დახასიათების შედგენა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განიხილვა და მათზე რეაგირება;
ჟ) დაწესებულების ხელმძღვანელებისთვის პერიოდული, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენა;
რ) მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიიის მიმართულებების განსაზღვრა, კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი, შრომითი და სხვა შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა, მსჯავრდებულთა განათლების, დასაქმებისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა/კოორდინაცია;
ს) მსჯავრდებულებისთვის, აგრეთვე, მათი ახლო ნათესავებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ტ) მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული პრობლემების დაფიქსირება და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება;
უ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დროებით დატოვებასთან და დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;
ფ) სამეურნეო სამსახურში ჩარიცხვის მსურველ/ჩარიცხულ მსჯავრდებულებთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფა;
ქ) მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვა, მათი რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
ღ) ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ყ) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაცია;
შ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ჩ) გათავისუფლებისთვის მზადების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა და განხორციელება;
ც) მსჯავრდებულთა სპორტული, რელიგიური, კულტურული და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ორგანიზება;
ძ) მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია;
წ) საგანმანათლებლო, პროფესიული, დასაქმების, სპორტული, რელიგიური, კულტურული, სოციალური და სხვა აქტივობების უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულთა საჭიროებების შეფასებაში და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ჭ) სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობა და მათთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადება;
ხ) მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულისათვის კონსულტაციის გაწევა;
ჯ) სუიციდის რისკის მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე, მსჯავრდებულთა სუიციდის რისკის შესამცირებლად, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისათვის სუიციდის რისკის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ჰ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ჰ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 12🔗. მულტიდისციპლინური გუნდი
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის ინდივიდუალური გეგმის შედგენის, განხორციელების, კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულის რისკების შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება/თავმოყრის, აგრეთვე მსჯავრდებულთა შიდა კლასიფიკაციის განსაზღვრისა და სექტორებს შორის გადანაწილების მიზნით, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება მულტიდისციპლინური გუნდი.
2. მულტიდისციპლინური გუნდების შემადგენლობაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედიან დაწესებულების შესაბამისი სექტორის სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეები, სექტორის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა სექტორებისა და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებიც.
3. საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულებაში შესაძლებელია შეიქმნას რამდენიმე მულტიდისციპლინური გუნდი.
მუხლი 13🔗. არასაცხოვრებელი ნაწილი
1. ფუნქციონალური სექტორების უფლებამოსილებები ვრცელდება დაწესებულების არასაცხოვრებელ ნაწილში არსებულ დანაყოფებზე.
2 . თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონალური სექტორები უზრუნველყოფენ:
ა) მსჯავრდებულთა მიერ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას;
გ) მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენასა და მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენას კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულებას;
დ) მსჯავრდებულთან შეხვედრებისა და პაემნების კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზებას;
ე) მსჯავრდებულთა ამანათებისა და გზავნილების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება-გაგზავნის ორგანიზებას უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
ვ) მსჯავრდებულთა განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელებას;
ზ) მსჯავრდებულთა მიერ მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთას, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთას;
თ) მსჯავრდებულთათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარების კონტროლს;
ი) მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულების საერთო საცხოვრებლების, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერებას/შემოწმებას, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღებას უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
კ) დაწესებულების ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლს;
ლ) დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლს;
მ) დაწესებულების მოსამსახურეთა და დაწესებულებაში მყოფ პირთა მიერ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულის დახასიათების შევსებასა და შესაბამიოსი მულტიდისციპლინური გუნდისთვის მიწოდებას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამის რეაგირებას;
პ) დაწესებულების ხელმძღვანელებისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენას;
ჟ) მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდის პირობების, მსჯავრდებულის უფლებების და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტებას მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე; აგრეთვე მსჯავრდებულთა გაფრთხილებას დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე;
რ) მსჯავრდებულის ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობას;
ს) კომპეტენციის ფარგლებში ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობას;
ტ) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციას;
უ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვასა და განხორციელებაში მონაწილეობას;
ფ) გათავისუფლებისთვის მზადების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას;
ქ) მსჯავრდებულთა სპორტული, რელიგიური, კულტურული და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ორგანიზებას;
ღ) მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლასა და კოორდინაციას;
ყ) საგანმანათლებლო, პროფესიული, დასაქმების, სპორტული, რელიგიური, კულტურული, სოციალური და სხვა აქტივობების უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულთა საჭიროებების შეფასებაში და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობას კომპეტენციის ფარგლებში;
შ) სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობასა და მათთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადებას;
ჩ) საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტურად ორგანიზების მიზნით შესაბამის სექტორთან/მულტიდისციპლინურ გუნდთან ინფორმაციის გაცვლასა და კოორდინაციას;
ც) მსჯავრდებულთათვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევას;
ძ) მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულისათვის კონსულტაციის გაწევას;
წ) სუიციდის რისკის მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობას, აგრეთვე, მსჯავრდებულთა სუიციდის რისკის შესამცირებლად, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისათვის სუიციდის რისკის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ჭ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. ფუნქციონალური სექტორების მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესის და ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას.
მუხლი 14🔗. საექიმო-სამედიცინო პუნქტი
დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი და პირობები
მუხლი 15🔗. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ძირითადი პირობები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებლებში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დღის განრიგით დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.
3. დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული ვალდებულია სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ან/და სხვა სოციალურ აქტივობებში.
მუხლი 16🔗. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისა და განთავსების პირობები და პროცედურები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება მხოლოდ დღის საათებში დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებენ სპეციალური აღრიცხვის განყოფილებისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეები ერთობლივად.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია:
ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
ბ) მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;
გ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება;
დ) რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის საშიშროების დაბალი რისკის განსაზღვრის შესახებ;
ე) მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე;
ვ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
3. მჯავრდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ცვლის მენეჯერს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს, მისი არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილეს, დაწესებულების მთავარ ექიმს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლაში მორიგე ექიმს, სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლაში განყოფილებიდან გამოყოფილ მოსამსახურეს და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლაში განყოფილებიდან გამოყოფილ მოსამსახურეს.
4. ცვლის მენეჯერის ნებართვით, გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ საბადრაგო სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში.
5. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ცვლის მენეჯერთან ერთად ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირად საქმისა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №
19-ით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით. გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან.
6. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ცვლის მენეჯერი მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №13-ით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მოქმედების განხორციელების შემდეგ მსჯავრდებულები განთავსდებიან დაყოვნების საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მსჯავრდებულთა სათითაოდ გამოყვანა მათი სრული შემოწმება/დათვალიერების და აგრეთვე კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით. ცვლის მენეჯერი მსჯავრდებულების შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანამდე და აგრეთვე გამოყვანის შემდეგ უზრუნველყოფს შიდა კლასიფიკაციის საკანის შემოწმება დათვალიერებას.
8. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ცვლის მენეჯერი, ხოლო ახორციელებენ ცვლებში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
9. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
10. შემოწმება/დათვალიერების დასრულების შემდეგ სარეკრეაციო და ადმინისტრაციული სექტორის მთავარი ინსპექტორი ან უფროსი ინსპექტორი განათავსებს მსჯავრდებულებს შიდა კლასიფიკაციის საკანში. მთავარი ინსპექტორი ან შესაბამისი დანაყოფის უფროსი ინსპექტორი უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას მსჯავრდებულის განთავსებამდე და მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლას.
11. პირადი საქმე „მსჯავრებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში.
12. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რომელთა ყიდვა და გამოყენება მსჯავრდებულისათვის აკრძალულია (შემდგომში – აკრძალული ნივთები), აგრეთვეб რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ქონის, ამანათებით მიღებისა და მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს მსჯავრდებულს, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.
13. მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი ჩაიდება პირად საქმეში. სხეულის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
14. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულს, რომლის სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ხოლო ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად.
15. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე.
16. მსჯავრდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, პირადი თავისებურებების გათვალისწინებით, დირექტორის გადაწყვეტილებით განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც ხდება მსჯავრდებულზე დაკვირვება და შესწავლა მისი შესაბამის საცხოვრებელ სექტორში განაწილების მიზნით.
17. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სარეკრიაციო და ადმინისტრაციული სექტორის სოციალური მუშაკი მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე მსჯავრდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სოციალური განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე.
18. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, ტელეფონის საუბრის წესის თაობაზე.
19. უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. იმ სახელმწიფოთა მოქალაქე მსჯავრდებულების მიღებისას, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ გააჩნიათ, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, რომელთაც მინდობილი აქვთ მათი უფლებების დაცვა.
20. დაწესებულებაში მიღებული მსჯავრდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის მიერ აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში.
მუხლი 17🔗. დღის განრიგი
1. დაწესებულებაში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის განრიგი ამა თუ იმ მსჯავრდებულთა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, ადგილობრივი პირობების, ინდივიდუალური გეგმის, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
2. დღის განრიგი მოიცავს მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სამუშაოს, განათლების, სპორტულ, კულტურულ, რელიგიურ ღონისძიებებში და ინდივიდუალური გეგმის მიხედვით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის დროს. გაითვალისწინება მსჯავრდებულთა უწყვეტი რვა საათიანი ძილი და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფა.
3. საცხოვრებელი სექტორების შესაბამისი დანაყოფების რეჟიმის მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.
4. დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.
მუხლი 18🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილების წესი
1. მსჯავრდებულებს შეუძლიათ გადაადგილდნენ დაწესებულებაში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ დანაყოფებზე, დღის განრიგით დადგენილი წესით და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.
2. მსჯავრდებულებს შეუძლიათ დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში –
დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანხმობით ან/და ზედამხედველობით.
3. ღამის საათებში მსჯავრდებულის თავისუფალი გადაადგილება თავისი სპეციალური საცხოვრებლის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) დაწესებულების წარმომადგენლის საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურის თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება დაწესებულების დღის განრიგით.
4. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, კვება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს მსჯავრდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას.
მუხლი 19🔗. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების შემოწმება
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში არაგეგმური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
2. მსჯავრდებულის ყოფნის შემოწმება ტარდება საცხოვრებელში დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით.
მუხლი 20🔗. მსჯავრდებულის, ნივთებისა და მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება
1. ამ დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება.
2. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნის მსჯავრდებულს.
3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც:
ა) წარმოადგენგენ საფრთხეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის;
ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის იარაღად ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ;
გ) არ არიან გათვალისწინებული დებულებით განსაზღვრული (დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს (აგრეთვე ფოსტის მეშვეობით), შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში;
დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო პროდუქტების დადგენილ ოდენობას.
4. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.
5. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. შემოწმების პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი.
6. მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:
ა) მსჯავრდებულის ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;
ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე და მის შემდეგ;
გ) სხვა საცხოვრებელში გადაყვანისას;
დ) სხვა შემთხვევებში დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. არასრული შემოწმებისას ხდება მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე.
8. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება:
ა) მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) მსჯავრდებულის საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებისას;
დ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;
ე) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის/დაბრუნებისას;
ვ) სხვა შემთხვევებში, დირექტორისა ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
9. მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმებისას ხდება მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული პირადი შემოწმებისას მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო მუშაკი.
10. სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები, და სხვა ადგილები, ივარცხნება თმები თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუშტუკი და სხვა საგნები.
11. მსჯავრდებულს, პირადი შემოწმების შემდეგ დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა გამოყენებისა და შენახვის უფლებაც დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში გააჩნია. მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საცხოვრებლის ბარათში.
12. მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება მსჯავრდებულის თანდასწრებით:
ა) მისი დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) სხვა სპეციალურ საცხოვრებელში გადაყვანისას;
დ) სამედიცინო სტაციონარში გადაყვანისას;
ე) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანისას;
ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება შეიძლება მოხდეს მსჯავრდებულის დასწრების გარეშე.
14. მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
15. მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე აისახება ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება. მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და შემოწმების მწარმოებელი დაწესებულების მოსამსახურე/მოსამსახურეები. ოქმს ხელს აწერს მსჯავრდებული და დაწესებულების მოსამსახურე/მოსამსახურეები, რომელიც აწარმოებდა შემოწმებას და აგრეთვე მსჯავრდებული. მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მსჯავრდებულის უარი შემოწმებაზე და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა მსჯავრდებულის საცხოვრებლის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.
16. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას.
17. მსჯავრდებულის შემოწმება არ შეიძლება განხორიცელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.
მუხლი 21🔗. ამანათების მიღება-შემოწმება
1. უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამანათის შემგზავნ პირს განუმარტავს მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას.
2. უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დანართი №2, №4) უზრუნველყოფს ამანათების გადაცემის რიგითობის დაცვას.
3. უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებენ განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგ ახორცილებენ ნივთებისა და საკვები პროდუქტების დათვალიერება-შემოწმებას ამანათის მომტანი პირის თანდასწრებით.
4. ნივთები და საკვები პროდუქტები უნდა შემოწმდეს გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც მოთავსებულია შუშის ჭურჭელში გადაისხმება პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.
5. შემოწმებისას აღმოჩენილი აკრძალული ნივთები ამოიღება და გადაეცემა ამანათის მომტან პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით.
6. ამანათებში ისეთი ნივთების, ნაკეთობებისა და ნივთიერებების აღმოჩენისას, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დანართი №1), უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ადგენს შესაბამის ოქმს და დაუყოვნებლივ აცნობებს უსაფრთხოების განყოფილების უფროსს.
7. შემოწმების შემდეგ ამანათები ილუქება სარეკრეაციო და ადმინისტრაციული სექტორის მოსამსახურის მიერ და ხდება მისი გადატანა შესაბამის საცხოვრებელ სექტორში.
8. საცხოვრებელ სექტორში ამანათის გადატანის შემდეგ ხდება მისი გახსნა შესაბამისი დანაყოფის საცხოვრებელი სექტორის რეჟიმის მოსამსახურის მიერ, მსჯავრდებულის თანდასწრებით.
9. საცხოვრებელ სექტორში სამართლებრივ რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს მსჯავრდებულს ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს, რის თაობაზეც მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას.
10. საცხოვრებელ სექტორში სამართლებრივი რეჟიმზე პასუხისმგებელი მოსამსახურე ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს მსჯავრდებულის საცხოვრებლის ბარათში, რაზეც ხელს აწერს მსჯავრდებული.
მუხლი 22🔗. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობების დათვალიერება
1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დირექტორის დავალებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
2. ცალკეული სათავსოებისა და ტერიტორიების დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი სექტორების რეჟიმის მოსამსახურეებისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეების მიერ ერთობლივად.
3. დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.
4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შესაძლოა ჩართული იყოს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.
5. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.
6. დათვალიერების ჩატარებისას დაწესებულებაში მსჯავრდებულები შეგროვდებიან ამისათვის წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და უტარდებათ არასრული შემოწმება. ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს მათი ტერიტორიაზე გადაადგილება დაუშვებელია.
7. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები.
მუხლი 23🔗. მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების ამოღება
1. მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ამოღების უფლება აქვთ არასაცხოვრებელი და საცხოვრებელი სექტორების რეჟიმის მოსამსახურეებსა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებს.
2. ფული, ფასიანი ქაღალდები ან/და სხვა ფასეულობა, რომელიც ამოღებული იქნა მსჯავრდებულისაგან ან მისი მოთავსების ადგილიდან, მის გათავისუფლებამდე გადაეცემა ადმინისტრაციას საწყობში შესანახად და მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი. დებულებით (დანართი №1) გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
3. მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით გადაეცემა მის ახლო ნათესავს. ამოღებული ნივთების მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე და მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.
5. თუ შენახული ნივთები, ნივთიერებები მსჯავრდებულს დასჭირდება ისინი შეიძლება მფლობელს დაუბრუნდეს, თუ ამით არ დაირღვევა დებულების მოთხოვნები.
6. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი თანხა, ასევე სხვა ფასეულობები, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულების ადმინისტრაცია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
მუხლი 24🔗. უსაფრთხოების ღონისძიებები
1. მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, მსჯავრდებულის მიერ სისტემის ორგანოს მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:
ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;
ბ) სხვა მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;
გ) დროებით პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა;
დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.
2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.
3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ იმ სექტორის მენეჯერი, რომლის ინიციატივითაც გამოყენებული იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, ხოლო ღამის საათებში ცვლის მენეჯერი, იმავე დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი.
4. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.
5. მსჯავრდებულისათვის სხვა მსჯავრდებულების ან სხვა პირების მხრიდან საფრთხის წარმოშობისას, იგი პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 25🔗. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევება
1. ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსება.
2. დაწესებულების დირექტორი, ამ დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის გონივრული ვადით, იმ საფრთხის აღმოფხრამდე, რის საფუძველზეც მოხდა მსჯავრდებულის განცალკევება, სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, ხოლო დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მსჯავრდებული სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსდება დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ დირექტორის მოსვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 24 საათით.
3. აუცილებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების ხანგრძლივობა დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს კიდევ 30 დღით.
4. თუ უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგები არ გამოიღო, დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორის წინაშე შუამდგომლობს მსჯავრდებულის ან მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სხვა დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის აღსაძრავად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა.
მუხლი 26🔗. განსაკუთრებული პირობები დაწესებულებაში
1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვეб თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 15 დღით.
3. მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.
4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების თაობაზე დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფებით.
მუხლი 27🔗. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა
1. დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის დაწესებულების ძალებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.
2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს. თუ დეპარტამენტის დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პატიმრობის კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის თანხმობით.
მუხლი 28🔗. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
დაწესებულებაში მასობრივი არეულობისას და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით დეპარტამენტი შეიმუშავებს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 29🔗. მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის ურთიერთობა
1. მსჯავრდებულები დაწესებულების მოსამსახურეებს მიმართავენ "თქვენობით".
2. დაწესებულების მოსამსახურეები მსჯავრდებულებს მიმართავენ თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან/და გვარით).
მუხლი 30🔗. მსჯავრდებულის პირადი საქმე
1. მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. მოსამსახურე პირადი საქმის წარმოებისას ვალდებულია დაიცვას მსჯავდებულის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 31🔗. მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. მსჯავრდებულს, რომელიც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:
ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
2. მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, იგი განხილული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული თანხა უბრუნდება მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე.
4. მსჯავრდებულის ქმედებით დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით.
თავი IV
მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები
მუხლი 32🔗. მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) პაემნითა (ხანმოკლე, ხანგრძლივი, ვიდეოპაემანი) და სატელეფონო საუბრით;
ა.დ ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით;
ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;
ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით;
ა.თ) სპორტულ, კულტურულ და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.
გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
დ) ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ადმინისტრაციის კონტროლით იქონიოს ამისათვის საჭირო ინვენტარი;
ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;
ვ) უზრუნველყოფილი იყოს მსჯავრდებულთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით;
ზ) დაცული იყოს მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;
თ) პირადი უსაფრთხოების დასაცავად ადმინისტრაციისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;
ი) შეინახოს და გამოიყენოს დებულების დანართი №2, №3 და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;
კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;
ლ) ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით;
მ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულებაж
ნ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით);
ო) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
პ) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
3. მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ დებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები;
ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;
გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;
დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, სპეციალური საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი;
ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში.
4. მსჯავრდებულს ეკრძალება:
ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;
დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;
ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;
ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;
ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;
თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;
ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;
კ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;
ლ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, ღამის საათებში სპეციალური საცხოვრებელი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი.
მ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საცხოვრებელში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;
ნ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი;
ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;
პ) სხვადასხვა ობიექტებზე თვითნებურად მოაწყოს სხვადასხვა ნაგებობები, კარადები, სეიფები და სხვა ნაკეთობები;
ჟ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები;
რ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;
ს) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;
ტ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;
უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი სპეციალური საცხოვრებელიდან მეორეში ან დაწესებულების გარეთ;
ქ) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგს.
მუხლი 33🔗. საცხოვრებელი პირობები
1. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
2. მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი სპეციალური საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
3. სპეციალური საცხოვრებლის პირობები არ უნდა ხელყოფდეს მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
4. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს სპეციალური საცხოვრებლის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში.
5. სპეციალურ საცხოვრებელში მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
6. მსჯავრდებულის სპეციალურ საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. სპეციალური საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით.
7. მსჯავრდებულებს, აგრეთვე ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.
მუხლი 34🔗. მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი და თეთრეული
1. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შხაპის მიღების შეუზღუდავი შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით.
3. ადმინისტრაციას ეკრძალება მოსთხოვოს მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
4. თუ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
5. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.
6. მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი.
7. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიისა თეთრეულის სისუფთავე.
8. ადმინისტრაციას შეუძლია მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. მსჯავრდებულისათვის სპეციალური ტანსაცმლის ტარება სავალდებულოა.
9. მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, თეთრეული და საერთო საცხოვრებელი.
მუხლი 35🔗. მსჯავრდებულთა კვება
1. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.
2. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.
3. მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.
4. მსჯავრდებულებს, აგრეთვე, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.
5. მსჯავრდებულს უფლება აქვს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში (შემდგომში – მაღაზია) მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით, მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.
7. მსჯავრდებულები იკვებებიან დღის განრიგით დადგენილ საათებში სასადილოში, სპეციალურ საცხოვრებელში ან გამანაწილებელ პუნქტში სამუშაო ობიექტებზე.
8. საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მყოფი მსჯავრდებულები საკვებს იღებენ საკნებში.
9. საკვების მიღებისას წესრიგის დაცვის მიზნით, სასადილოში იმყოფებიან ადმინისტრაციის წარმომადგენელები.
10. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
მუხლი 36🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზია
1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა.
2. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები.
3. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 500 ლარი.
მუხლი 37🔗. მსჯავრდებულთა მიერ ამანათების, გზავნილების მიღება-გაგზავნის წესი
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირებს. მიღებული ფულადი გზავნილი მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და იგი ირიცხება მის ან, მისივე თანხმობით, ახლო ნათესავის პირად ანგარიშზე.
2. მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათები, გზავნილები ამ დებულების დანართი №7-ის მოთხოვნათა დაცვით.
3. მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.
4. მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს, გზავნილს დაწესებულება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.
5. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია დებულების დანართი №2, №3 და №4-ით.
6. ამანათები, გზავნილები მსჯავრდებულს შეუძლია მიიღოს დაწესებულებაში მოთავსებისთანავე. თუ ამანათები, გზავნილები მოსულია უკვე გათავისუფლებული ან გარდაცვლილი მსჯავრდებულის სახელზე, ისინი უბრუნდება გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით. ამანათები, გზავნილები, რომლებიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, დაწესებულების ხარჯით.
7. ამანათების, გზავნილების გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. გზავნილებში არსებული აკრძალული ნივთები გადაეცემა მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე), დაბრუნების მიზეზების მითითებით.
8. ამანათის, გზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა მსჯავრდებულს.
9. ამანათებიდან, გზავნილებიდან, ისეთი ნივთების, ნაკეთობების ან ნივთიერებების ამოღებისას, რომელთა გამოყენება მსჯავრდებულს დანაშაულებრივი მიზნებით შეეძლო, ტარდება შემოწმება დადგენილი წესით.
მუხლი 38🔗. მსჯავრდებულის მიმოწერა და მიმოწერის შემოწმება
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და ადმინისტრაციის კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება აქვს წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით.
2. მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვეб მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება მსჯავრდებულის ხარჯით.
3. დაწესებულება მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.
4. საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სხვა ქვეყნების მოქალქე ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას, სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება.
5. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი ვადით.
6. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სოციალური განყოფილების მოსამსახურე მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის მსჯავრდებულის პირად წერილს. ანალოგიური წესი მოქმედებს შეკვეთილი და ფასიანი წერილების, აგრეთვე ფულადი გზავნილების გაგზავნისას.
7. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.
8. მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას და შესაბამის სოციალურ მუშაკს ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე.
9. დაწესებულების კანცელარია მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება მსჯავრდებულის ხელწერილით. მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას.
10. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.
11. მსჯავრდებული საჩივრის ყუთით სარგებლობს დამოუკიდებლად.
12. ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ მსჯავრდებულს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ გადაეცემა დაუყოვნებლივ.
13. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ წერილი უბრუნდება გამომგზავნს.
14. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება გზავნილების, ამანათების მიღების, ფულის ხარჯვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება დაწესებულების დირექტორის მიერ ადგილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთნება. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან.
15. მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
16. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:
ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას;
ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;
გ) შესრულებულია შიფრით;
დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს;
ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაწესებულების, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას;
ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.
17. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას მსჯავრდებულს თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
18. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.
მუხლი 39🔗. სატელეფონო საუბარი
1. მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯით და ადმინისტრაციის კონტროლით, მიყურადების გარეშე.
2. აკრძალულია სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის სატელეფონო საუბარი.
4. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი.
მუხლი 40🔗. მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანი
1. აკრძალულია მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. მსჯავრდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
3. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით.
4. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
5. მსჯავრდებულს, ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება აგრეთვე მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით.
მუხლი 41🔗. მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნის განხორციელების წესი
1. მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ ხუთი დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაცია უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად.
2. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დირექტორი ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირი.
3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
4. ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, უშუალო შეხვედრის ფორმით.
5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა ადმინისტრაციის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. ამ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
7. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან და გრძელდება მომდევნო თვის იმავე დღემდე. თუ მომდევნო თვეს არ აქვს იგივე დღე, მაშინ საანგარიშო პერიოდი დამთავრდება მომდევნო თვის ბოლო დღეს. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი მოსაცდელ საკანში ყოფნისას, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას.
8. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ადმინისტრაცია, მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.
9. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.
10. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული ხანმოკლე პაემანის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.
11. შეხვედრაზე მოსულ პირებს ადმინისტრაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ ადმინისტრაციას.
12. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს დადგენილი ფორმის ხანმოკლე პაემნის ბარათს, რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.
მუხლი 42🔗. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა და შეჩერება
1. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
2. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, პაემანზე მოსული პირების, მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 43🔗. ხანმოკლე პაემნის შეცვლა
1. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით, ხოლო ხანმოკლე პაემანი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება – სატელეფონო საუბრით.
2. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით და ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების დამატებითი სატელეფონო საუბრით შეცვლის თაობაზე მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს დირექტორს. სატელეფონო საუბრის უფლება ხორციელდება დადგენილი საერთო წესით.
მუხლი 44🔗. ხანგრძლივი პაემანი
ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 45🔗. ვიდეოპაემანი
ვიდეოპაემანი ხორციელდება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 46🔗. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვება და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
1. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №160 ბრძანებით.
2. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესი განისაზღვრება „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №160 ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 47🔗. მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება
მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის №187 ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 48🔗. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
1. მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში, აგრეთვე შესაძლებელია ინტრანეტით სარგებლობა.
2. თავისუფალ დროს მსჯავრდებულს დებულებით დადგენილი წესით ეძლევა რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.
3. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს საცხოვრებელი დირექტორის თანხმობით, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით. მიიღოს ამანათის სახით.
4. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ჩამოართვას მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.
5. მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული ნივთებისა.
მუხლი 49🔗. მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრა
1. მსჯავრდებულს აქვს დამცველთან/ადვოკატთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
2. მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის ამ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.
5. დეპარტამენტმა და დაწესებულებამ კანონმდებლობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულთა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის დამცველთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღოს და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
7. მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
8. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ფარული მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.
9. შეხვედრაზე მოსული დამცველი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, მნახველის, მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
11. დამცველის თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგითობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 50🔗. სხვა ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს ურთიერთობები თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ წარმომადგენელს.
2. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულებები, უფლება აქვთ ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებსაც მინდობილი აქვთ მათი ინტერესების დაცვა ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.
3. დაწესებულება, შესაბამისი კონტროლის თანხლებით, ხელს უწყობს მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან.
4. შეხვედრა მიმდინარეობს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს მსჯავრდებულს პატივისა და ღირსების შეულახავად.
5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. იგი ფულს, ასევე საგნებსა და ფასეულობებს, რომელთა გამოყენება დაწესებულებაში აკრძალულია, შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.
6. მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.
7. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.
8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში.
9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით, თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისათვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად დამცველის, საკონსულოს ან სხვა დიპლომატური წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, მნახველის, მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 51🔗. მსჯავრდებულთა განათლება
1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება.
2. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა (მათ შორის მხატვრული), აგრეთვე მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.
3. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. მსჯავრდებულისათვის დაწყებითი და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა.
5. დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.
6. დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.
7. მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის დაუფლების მიზნით.
8. დაწესებულებაში მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები.
9. მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.
10. დაწესებულებაში პროფესიული განათლების შედეგად მიღებულ კვალიფიკაციას „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ადასტურებს საატესტაციო ორგანო.
11. დაწესებულება ხელს უწყობს მსჯავრდებულის ექსტერნის, საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას.
მუხლი 52🔗. მსჯავრდებულთა შრომა და სამუშაოზე განაწილება
1. მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება პატიმრობის კოდექსით, ამ დებულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და შრომის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით. აკრძალულია მსჯავრდებულთა შრომითი იძულება, აგრეთვე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ლახავს მათ პატივსა და ღირსებას.
2. მსჯავრდებული, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, შეიძლება დასაქმდეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში.
3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ მსჯავრდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი კვალიფიკაცია მსჯავრდებულებს არ აქვთ. მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის მსჯავრდებულების მომზადება ან/და სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოიწვიონ გარეშე პირი, არამსჯავრდებული.
4. საწარმოსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილი საწარმო კისრულობს ვალდებულებას საქმიანობის განხორციელებისას დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე. ასეთივე ვალდებულება ეკისრება დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში დასაქმებულ მსჯავრდებულს, რაც აისახება მსჯავრდებულსა და საწარმოს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.
5. მსჯავრდებულს უფლება აქვს ამოარჩიოს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში მისთვის შეთავაზებული სამუშაოებიდან შესაფერისი სამუშაო.
6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს.
8. მსჯავრდებულს პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება ხელფასი, რომლის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. მსჯავრდებულს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ თანხა გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა ან/და სხვა პირებს.
9. შრომის პირობების გათვალისწინებით, დირექტორი ადგენს მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა.
10. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია მსჯავრდებულთა მუშაობა განისაზღვრება დებულების დანართი N6-ის შესაბამისად.
თავი V
სამედიცინო მომსახურების ორგანიზება
მუხლი 53🔗. მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურეები.
3. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.
4. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ.
5. მსჯავრდებულთა მიღება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება მსჯავრდებულთა საჭიროებიდან გამომდინარე.
6. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დირექტორს.
7. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.
8. მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, საექიმო–სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საცხოვრებელ სექტორში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით.
9. თუ მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.
11. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი/ჯანდაცვის სპეციალისტები. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისათვის მსჯავრდებული შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მოსამსახურის აზრი.
13. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.
14. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.
15. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.
მუხლი 54🔗. სანიტარიულ-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზება
1. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა მსჯავრდებული გადის კომპლექსურ სანიტარიულ პროცედურებს, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:
ა) მსჯავრდებულთათვის გასაცემი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ყოველ ჯერზე;
ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ყოველდღე;
გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლის, საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობა კვირაში ერთხელ.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება ადმინისტრაციას.
4. თუ დაწესებულების დირექტორი ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს დეპარტამენტს. მიმართვას უნდა დაერთოს დაწესებულების ექიმის წერილი.
მუხლი 55🔗. მსჯავრდებულის ფსიქიატრიული დახმარება
1. თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულების დირექტორი სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.
თავი VI
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია
მუხლი 56🔗. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია
1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისათვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება.
2. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია ხორციელდება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:
ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სარეაბილიტაციო პროგრამები;
გ) მსჯავრდებულთა დასაქმება;
დ) ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება;
ე) გარე სამყაროსთან ურთიერთობა;
ვ) სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.
მუხლი 57🔗. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების მიზნები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:
ა) მსჯავრდებულისათვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება;
ბ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს (არაძალადობრივი გარემოს) შექმნა;
გ) მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;
დ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადება;
ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.
2. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.
მუხლი 58🔗. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება
1. დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს დირექტორის მოადგილე სოციალურ დარგში საცხოვრებელი სექტორებისა და ფუნქციონალური სექტორების მენეჯერებთან ერთად.
2. დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს.
3. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის თანხმობით.
4. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.
5. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები.
თავი VII
დაწესებულებაში შესვლა
მუხლი 59🔗. დაწესებულებაში შესვლის უფლება
1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.
2. სამინისტროს მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის ერთჯერადი ნებართვით ან მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით.
3. ნებისმიერი პირი, გარდა დაწესებულების მოსამსახურეებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.
4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი.
5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმება/დათვალიერებას კანონმდებლობის შესაბამისად.
6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. ნებართვას გასცემს მინისტრი ან დეპარტამენტის დირექტორი. მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.
მუხლი 60🔗. დაწესებულებაში შესვლის წესი
1. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში –
გუშაგი) გამშვებ პუნქტზე გაატარებს:
ა) სამინისტროს, დეპარტამენტისა და დაწესებულების მომსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით
ბ) გამომძიებელებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით;
გ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს –
დაწესებულების თანამშრომლის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე მის საფუძველზე დირექტორის მიერ გაცემული საშვიж
დ) სხვა პირებს, რომლებიც თავისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
2. გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;
ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ საბუთს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ;
გ) გამოკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი, თუ პირს იარაღი გააჩნია, გუშაგი მოახსენებს უშუალო უფროსს და მისი ბრძანებით ინხავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალში;
დ) სთავზობს პირს, დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი, და სხვა ნივთები, გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს (იმ შემთხვევაში, თუ გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით);
ე) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დაწესებულებიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების წარმომადგენელი.
3. პირებს, რომლებიც შედიან დაწესებულებაში, გუშაგი ართმევს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გადასცემს საშვს, ხოლო გამოსვლისას უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. როდესაც დაწესებულებაში ერთჯერადი საშვით შესასვლელ პირს, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს, რომელიც ხანმოკლე პაემანზეა მოსული, ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი (საკონტროლო ტალონის მოხევის შემდეგ), გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე.
4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, გუშაგი, დაწესებულების დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთნება შესამოწმებელი პირი. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ ეცნობება ცვლის მენეჯერსა და დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურეს, რომლებიც პირს დროებით შეაჩერებენ რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
5. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია ამ დებულების დანართი N5-ით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების შეტანა.
6. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები.
7. დაწესებულებაში, საცხოვრებელ ტერიტორიაზე და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში ქალები (სტუმრები) შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების ადმინისტრაციის მოსამსახურეთა (კაცების) თანხლებით.
8. დაწესებულებაში იქმნება დაწესებულებაში შემსვლელ/გამომსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 61🔗. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი
1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.
2. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს გუშაგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშიაб გუშაგი მას გადასცემს დაწესებულებაში შესასვლელ საშვს და გაატარებს.
თავი VIII
მოთხოვნა და საჩივარი
მუხლი 62🔗. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი
1. მოთხოვნის საფუძველზე მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. მოთხოვნის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა მსჯავრდებულს.
4. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.
5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 63🔗. საჩივრის შეტანის უფლება
1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად სხვა მსჯავრდებულებთან ერთად.
3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:
ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები;
ბ) მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.
მუხლი 64🔗. საჩივრის ადრესატი
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.
4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.
5. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 65🔗. საჩივრის შეტანის წესი
1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი საცხოვრებელი სექტორის მოსამსახურის კონსულტაცია.
2. საჩივრის შედგენისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით გათვალისწინებული წესით.
3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 66🔗. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა
1. დაწესებულებამ მსჯავრდებული მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა.
2. დაუშვებელია მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო.
3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.
მუხლი 67🔗. საჩივრის ყუთი
1. საჩივრების ყუთი განთავსებულია დაწესებულების თითოეულ საცხოვრებელ სექტორში შენობის პირველ სართულზე ყველა მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“.
3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.
4. სექტორის შესაბამისი დანაყოფის სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორი ან სოციალურ დარგში დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
5. სექტორის შესაბამისი დანაყოფის სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სექტორის მენეჯერის ან სოციალურ დარგში დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.
7. სექტორის შესაბამისი დანაყოფის სოციალური მუშაკი ვალდებულია დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებას წარუდგინოს საჩივრების ყუთიდან ამოღებული საჩივრები არა უგვიანეს ყუთის გახსნის მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი დანაყოფი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას და დანიშნულებისამებრ გაგზავნას.
8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი.
მუხლი 68🔗. კონფიდენციალური საჩივარი
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.
3. დაწესებულების შესაბამისი საცხოვრებელი სექტორის სოციალური მუშაკი და ადმინისტრაციული განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლები არ არიან ვალდებული უზრუნველყონ იმ საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვა, რომელზედაც არ არის მითითებული ადრესატი.
4. საცხოვრებელი სექტორის იმ დანაყოფის სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს თავისი საცხოვრებელი სექტორის კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რის შემდგომაც მოქმედებს ამ დებულების 67-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესი.
მუხლი 69🔗. საჩივრის გადაგზავნის წესი
1. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი დანაყოფი ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.
2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს.
3. საჩივრის გადაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.
4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.
მუხლი 70🔗. საჩივრის განხილვის ვადები
1. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საჩივარი განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 71🔗. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.
2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ან/და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 72🔗. საჩივრის განხილვის შედეგები
1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორი იღებს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
2. საჩივრის განხილვის შედეგები მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა და დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.
4. საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.
მუხლი 73🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IX
მსჯავრდებულის დისციპლინა
მუხლი 74🔗. მსჯავრდებულის დისციპლინა
1. მსჯავრდებულის დისციპლინა (შემდგომში –
დისციპლინა) არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, ამ დებულების, მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების შესრულება.
2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 75🔗. მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
მსჯავრდებულის მიერ სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
დ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;
ე) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.
მუხლი 76🔗. დისციპლინური დარღვევა
1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;
გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;
დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;
ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/ საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;
ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე;
თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;
ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;
კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საცხოვრებლიდან სხვა საცხოვრებელში ან დაწესებულების გარეთ;
მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.
2. დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულების სექტორში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ (დანართი N8), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.
3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მკიცებულებების შეგროვების მიზნით, დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ფოტო-ვიდეო- და აუდიომასალა/ ტექნიკა.
4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები, ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვე ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს, იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.
6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დირექტორისთვის წარდგენას.
მუხლი 77🔗. დისციპლინური სახდელი
1. დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;
ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
კ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ.
2. 65 წელს გადაცილებული მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
4. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.
მუხლი 78🔗. დისციპლინური სამართალწარმოება
1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.
2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.
3. მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის გამართვამდე განემარტება უფლება (დანართი №10. ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვის შემთხვევაში –
(დანართი N9)), მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
4. მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს.
5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
6. ზეპირი მოსმენის დროს მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.
7. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
8. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.
9. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.
10. ზეპირი სხდომისას იწარმოება სხდომის ოქმი (დანართი N11).
მუხლი 79🔗. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.
2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება (დანართი №12) უნდა შეიცავდეს:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;
ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;
გ) სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);
ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;
ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს მსჯავრდებულის პირად საქმეს.
8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 80🔗. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება
1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე ან აღსრულების შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრამდე.
მუხლი 81🔗. მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას
1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.
3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ ამ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი.
4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს დაეკისრება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.
5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.
მუხლი 82🔗. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა
1. საკნის ტიპის საცხოვრებელი წარმოადგენს სპეციალურ საცხოვრებელს, სადაც დისციპლინურსახდელდადებული პირი, როგორც წესი, მოთავსებულია სხვა მსჯავრდებულებთან ერთად.
2. დაუშვებელია მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი მსჯავრდებული სარგებლობს ყველა უფლებით, გარდა დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებისა.
4. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
5. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს დისციპლინურსახდელდადებული მსჯავრდებულისათვის განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელება.
მუხლი 83🔗. სამარტოო საკანში მოთავსება
1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
2. სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება.
3. სამარტოო საკანში მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული მსჯავრდებული სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი; მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა.
5. დაუშვებელია მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
6. სარეკრეაციო და ადმინისტრაციული სექტორის მენეჯერი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 84🔗. დისციპლინური დარღვევების პრევენცია
1. დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის მიზნით და მათ თავიდან ასაცილებლად.
2. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შემთხვევაში, დისციპლინური დარღვევისა და გამოყენებული დისციპლინური სახდელის შესახებ ეცნობება შესაბამისი საცხოვრებელი სექტორის მენეჯერს.
3. დაწესებულების დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
თავი X
მსჯავრდებულის გათავისუფლება
მუხლი 85🔗. გათავისუფლების საერთო წესი
1. გათავისუფლებული მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.
2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.
3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.
4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.
5. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ საცხოვრებელი სექტორის მენეჯერის მიერ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული წინასწარ უარს განაცხადებს აღნიშნულზე.
თავი XI
სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზება
მუხლი 86🔗. სამორიგეო ცვლა
1. სამორიგეო ცვლა არის ცვლის მენეჯერის ხელმძღვანელობით დაწესებულების სექტორების სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი ინსპექტორებისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეთაგან ჩამოყალიბებულ სადღეღამისო (24-საათიან) ჯგუფების ერთობლიობა.
2. სამორიგეოს ცვლაში შემავალი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ:
ა) დაწესებულების რეჟიმის მოთხოვნათა დაცვას;
ბ) მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას;
გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას;
დ) ახლო ნათესავებთან და სხვა პირებთან მსჯავრდებულთა შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერების შემოწმებას;
ე) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას;
ვ) აკრძალული ნივთების ამოღების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას;
ზ) დაწესებულების დირექტორის ან მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ინსტრუქციებისა და დღის რეჟიმის დაცვაზე კონტროლს;
თ) საცხოვრებლის ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილური უნდა იყოს. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურეთა განწესება ხდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.
3. სამორიგეო ცვლის შემადგენლობაში შემავალი დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეები ნაწილდებიან დაწესებულებაში შექმნილ საგუშაგოებზე. საგუშაგო არის, დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულების შენობის ან/და ტერიტორიის ნაწილი სექტორების მიხედვით, რომლიდანაც ხორციელდება დასაცავი ობიექტის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
4. თუ სამორიგეო ცვლის მენეჯერს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია დამატებით გამოიძახოს დაწესებულების მოსამსახურეები და ამის თაობაზე მოახსენოს დაწესებულების დირექტორს.
5. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების დაცვის და ზედამხედველობის განხორციელების ბრძანებით, რომელსაც გამოსცემს დაწესებულების დირექტორი, სამორიგეო ცვლებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების მიზნით. ამ ბრძანებაში აღინიშნება სექტორების ტერიტორიაზე არსებული დანაყოფები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისთვის.
6. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება.
7. საგუშაგოს ტაბელი დგება 9 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე –
მორიგე ცვლის მენეჯერთან.
8. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს შესაბამისი ცვლის მენეჯერი ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე, აგრეთვე, ყოველდღიურად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს. საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.
9. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
10. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით დაწესებულების სამორიგეოს ცვლის მენეჯერს უშუალო კონტაქტი აქვს დეპარტამენტის სამორიგეო განყოფილებასთან.
მუხლი 87🔗. საგუშაგოსა და სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარება
1. ახალი სამორიგეო ცვლა დილით დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე (დანაყოფებზე) განაწილების თაობაზე ახალი ცვლის მენეჯერის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ცვლის მენეჯერი ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ცვლის მენეჯერი უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
2. ახალი ცვლის მენეჯერი და ცვლის მენეჯერის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ცვლის მენეჯერისა და მისი თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.
3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს სამორიგეო ცვლის მენეჯერის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს ცვლის მოწყობას სექტორების მიხედვით.
4. სამორიგეო ცვლის მენეჯერის თანაშემწე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლის მენეჯერის თანაშემწე მოახსენებს ცვლის მენეჯერს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.
6. ცვლის მენეჯერი, სექტორის მენეჯერებთან კოორდინაციით ანაწილებს მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), ინსპექტორ-კონტროლიორებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად.
7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ცვლის მენეჯერი უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან, დაწესებულების მოსამსახურეებიდან, ან ავალებს სხვა მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.
8. განაწილების დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლა გადადის სექტორის შესაბამის საგუშაგოზე (დანაყოფზე) და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.
9. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, წყდება მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.
10. დილის შემოწმება ცვლის მენეჯერის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ.
11. პირველ რიგში ხორციელდება სივრცეების შემოწმება/გადაბარება, ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორის, ინსპექტორ-კონტროლიორების და წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისა და ერთი ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის მეორე ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე (დანაყოფზე) საქმიანობას.
12. სივრცეების შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოწმდება დანაყოფებზე განთავსებული ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;
ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:
ბ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
13. საკომუნიკაციო შახტის კარები იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.
14. სივრცეების შემოწმება/გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა და მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ:
ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს მოემზადონ შემოწმებისთვის;
ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საცხოვრებლის კარებს და საცხოვრებელში შედიან წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც:
ბ.ა) ამოწმებენ მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ მსჯავრდებულებს დაწესებულების დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულისა და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ საცხოვრებლის ბარათებს ან/და კარტოთეკას;
ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელქტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.
15. საცხოვრებელი სექტორის დანაყოფის წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, ასევე წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ საცხოვრებელი სექტორის ეზოს, კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმები.
16. შემოწმების შედეგები აისახება, შესაბამისად, საგუშაგო უწყისში და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების ამ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება სექტორის მენეჯერს ან/და ცვლის მენეჯერს.
17. საცხოვრებლიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს მსჯავრდებულებს საცხოვრებელში.
18. საცხოვრებლების და მსაჯვრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.
19. რომელიმე მსჯავრდებულის საცხოვრებელში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და საფუძვლიანობა და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორი ახალი სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.
20. მსჯავრდებულის საცხოვრებელში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სექტორის მენეჯერსა ან/და ცვლის მენეჯერს.
21. ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს საცხოვრებლის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც მათ შორის სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
22. ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ძველი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორისაგან იბარებს საკნისა და სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს და, შესაბამისად, ამ მომენტიდან მათ შორის სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები –
წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი მოახსენებს ცვლის მენეჯერს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს და აცნობებს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბს.
24. წინა ცლის მთავარი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან სექტორის მენეჯერთან, მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.
25. მიღებული ინფორმაციისა და ვითარების გათვალისწინებით, სექტორის მენეჯერი მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
26. სექტორის მენეჯერი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ცვლის მენეჯერს.
27. წინა სამორიგეო ცვლის გათავისუფლების შემდეგ სექტორის მენეჯერი ახდენს სამოქმედო დანაყოფების შემოვლა/დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში ინსპექტორ-კონტროლიორებს აძლევს მითითებებს/დავალებებს.
მუხლი 88🔗. საღამოს შემოწმება
1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, მსჯავრდებული ვალდებულია იმყოფებოდეს თავის საცხოვრებელში.
2. შემოწმების დაწყების წინ ყველა საცხოვრებელი უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში.
3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.
4. საღამოს შემოწმება ხორციელდება ამ დებულების შესაბამისად.
6. მსჯავრდებულების გადათვლისა და საკნების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ საკნებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დარჩენილი სივრცეების შემოწმებას, კერძოდ:
ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
7. შემოწმების დამთავრების შემდეგ სივრცეების კარები იკეტება ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ.
8. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმძღვანელობს ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 89🔗. სარეზერვო ჯგუფი
1. სამორიგეო ცვლაში დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება სარეზერვო ჯგუფი და მისი უფროსი. სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დაწესებულების სამორიგეოს მოსამსახურეები.
2. სარეზერვო ჯგუფის უფროსი ექვემდებარება სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს (ცვლის მენეჯერი) და მოქმედებს მისი მითითებით.
3. სარეზერვო ჯგუფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს;
ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულების და დღის განრიგის შესრულებას.
4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს;
ბ) სამორიგეო ცვლის მენეჯერის ან მისი თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლების დათვალიერებაში.
გ) განახორციელონ ხელმძღვანელობის სხვა მითითებები.
მუხლი 90🔗. დაწესებულების მოსამსახურეთა გამოძახება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის
1. დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულ იქნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დაწესებულების დირექტორის დავალებით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფი ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები.
4. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებული დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულ იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში.
5. განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში (საგანგებო მდგომარეობა, დაუმორჩილებლობა, სტიქიური უბედურება და სხვა) დაცვის გაძლიერების მიზნით, დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
დებულების დანართი №1
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებს სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. გადასამრავლებელი აპარატები.
11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი.
12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
13. ბანქო.
14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.
15. მობილური ტელეფონები.
16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
17. კომპასები.
18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.
19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
შენიშვნა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით, შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იყენებდეს აკრძალულ ნივთს ან/და ნივთიერებას.
დებულების დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები: ყველა სახეობის ხილი, კენკროვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა (ერთდროულად ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა);
2. თაფლი ქარხნული წესით დამუშავებული, შუშის ქილის გარეშე (ერთდროულად არაუმეტეს 3 კილოგრამისა).
3. სასმელი (ქარხნული წესით დალუქული მინერალური წყლები და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეფერილობის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 5 ლიტრისა.
4. სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის" და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“) ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
5. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
7. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.
8. პირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არა უმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არა უმეტეს 2 ცალისა.
9. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
10. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
11. რვეული ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
12. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი, ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა.
13. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არა უმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს, რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას).
14. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არა უმეტეს 9/13 სმ-ისა.
15. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
16. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
დებულების დანართი №3
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები.
2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი).
3. თამბაქო და ასანთი.
4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.
5. საცვლები (თბილი და უბრალო).
6. წინდები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.
7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი,
8. რეიტუზები, ქამრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი.
9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში).
10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.
11. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი.
12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.
13. ლიტერატურა.
14. ჟურნალ-გაზეთები.
15. სპორტული ტანსაცმელი.
16. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.
17. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.
18. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
19. ტელევიზორები, რადიომიმღებები.
20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).
21. რუკები (კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).
დებულების დანართი №4
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულმა შეიძლება მიიღოს ამანათის სახით –
ფოსტის მეშვეობით, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. თაფლი – ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე, ერთდროულად არაუმეტეს 3 კილოგრამისა (№18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და №19 დაწესებულებაში (ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი) განთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს –
არაუმეტეს 5 კილოგრამისა).
2. მინერალური წყალი – ქარხნული წესით დალუქული, ერთდროულად არაუმეტეს 5 ლიტრისა.
3. სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა), არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის" და ტყავის გარდა), არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტერი (თავსაფრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
5. მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის, მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. საცვალი (ტრუსი) და წინდა (სეზონური), ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.
7. პირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის, მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
9. თავსაფარი –
არაუმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი –
ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტკა ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი –
ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
10. მარლა, ჰიგიენურ იპაკეტი ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, არამეტალის თმისსამაგრი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით, ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა, შამპუნი არაუმეტეს 1 ლიტრისა (№5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება).
11. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
12. რვეული, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
13. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი, ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა.
14. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას).
15. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.
დებულების დანართი №5
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები.
6. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის „ბიჟუტერია“, ყველა სახეობის საათი.
7. ოპტიკური ხელსაწყოები.
8. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა).
9. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებს სითბურ დამუშავებას (ყავის და ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
10. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი, არაგამჭვირვალე შეფერილობის მქონე სითხე.
11. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
12. გადასამრავლებელი აპარატები.
13. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები.
14. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
15. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა).
16. ბანქო.
17. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.
18. მობილური ტელეფონები (მათ შორის, მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები).
19. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
20. კომპასები.
21. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები.
22. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
დებულების დანართი №6
იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომელზედაც აკრძალულია მსჯავრდებულთა მუშაობა
1. მუშაობა ნებისმიერ საჯარო სამსახურში.
2. მუშაობა იმ შენობებში, სადაც განლაგებულია გარე დაცვის სამსახურისა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების პირადი შემადგენლობა, ინახება იარაღი, სამსახურებრივი დოკუმენტაცია, სპეციალური ტექნიკური საშუალებები.
3. დაცვის ტექნიკური საშუალებების მომსახურება და რემონტი.
4. შიდა აკრძალულ ზონაში განლაგებული დაცვის საინჟინრო საშუალებების მომსახურება და რემონტი.
5. მუშაობა გადასამრავლებელ, რადიოსატელეგრაფო, სატელეფონო, ფაქსის ტექნიკასთან.
6. მედიკამენტების, ასაფეთქებელი და მომწავლელი ნივთიერებების აღრიცხვა, შენახვა და გაცემა.
7. მუშაობა მსჯავრდებულისათვის დაქირავებული მუშების დაქვემდებარებით.
8. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვა.
9. მუშაობა გამყიდველებად, ბუღალტრებად, მოლარეებად, საწყობების უფროსებად.
დებულების დანართი №7
განცხადება
მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ
დაწესებულების დირექტორს
ბატონ/ქალბატონ --------------------------------------------
განმცხადებლის გვარი, სახელი ----------------------
დაბადების წელი ---------------------------(განმცხადებელი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული)
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი --------------------------------------
--------------------------------------
ვის მიერ არის გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი ---------------------------------------
----------------------------------
საცხოვრებელი ადგილის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი --------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოგახსენებთ, რომ თქვენდამი რწმუნებულ დაწესებულებაში განთავსებულია (მსჯავრდებული) ----------------------
----------------------------- რომელიც არის ჩემი ---------------------------------------------- გთხოვთ მიიღოთ ამანათი ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულისათვის გადასაცემად. მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ამანათის შეფუთვა ჩემ მიერ ან/და ჩემი თანდასწრებით (ხაზი გაესმება ერთ-ერთს) --------------------- (მიეთითება სახელი და გვარი) არის განხორციელებული.
ჩემთვის ცნობილია ყველა ის ნივთი და საკვები პროდუქტი, რომელსაც შეიცავს ეს ამანათი და ვადასტურებ, რომ გავეცანი დაწესებულების დებულების პირველი და მეორე დანართებით დადგენილ ნივთების ჩამონათვალს და ვაცხადებ, რომ მათში აღნიშნული აკრძალული ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, საკვები პროდუქტები და დოკუმენტები (მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერება და სხვა) არც ამანათში/გზავნილში დევს და არც პირადად გამაჩნია.
გაფრთხილებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემისათვის.
---------------------------------------------------------------
განმცხადებლის ხელმოწერა
„–––“ „ ––––––“ 20 წ.
გთხოვთ მიიღოთ ამანათი/გზავნილი მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებითა და საკვები პროდუქტებით:
1
9
2
10
3
11
4
12
5
13
6
14
7
15
8
16
განცხადება შესრულებულია ჩემ მიერ, რასაც ხელმოწერით ვადასტურებ
---------------------------------------
განმცხადებლის ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
განცხადება ჩავიბარე
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
მსჯავრდებულის გვარი, სახელი და ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
დებულების დანართი №8
მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის
ოქმი
„ ––––––– “ –––––––––––––– 20 წ ქ.რუსთავი
მ/წლის „––––––“––––––––––––––– ––––––––––(საათი) ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა):
1.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის ადგილი, თარიღი, დრო ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის შინაარსი:
ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რომელიც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაზარალებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
დარღვევის მოწმე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სხვა ინფორმაცია: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით :
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დებულების დანართი N9
მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემდეგ მსჯავრდებულის
უფლებების გაცნობის ოქმი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
№16 პენიტენციური დაწესებულება
„ ––––––– “ –––––––––––––––––––––– სთ 20 წ ქ.რუსთავი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულება -----------------
----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------
(დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა, სახელი და გვარი)
ოქმი შევადგინა მასზედ, რომ მსჯავრდებულ------------------------(სახელი, გვარი,მამის სახელი) გავაცანი პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები: ზეპირი მოსმენის დროს მსჯავრდებულს უფლება აქვს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების, უფლება აქვს მისცეს ახსნა–განმარტება, წარადგინოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, დისციპლინურ განხილვაზე წარმოდგენილი იყოს საკუთარი ან სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მიერ, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძების გამოყენების შესახებ.
მსურს მოვიწვიო ადვოკატი_________
დიახ/არა
მსურს მოვიწვიო თარჯიმანი _________
დიახ/არა
მსურს მივცე ახსნა-განმარტება _________
დიახ/არა
მსურს დავესწრო სხდომას _________
დიახ/არა
ოქმი სწორია და ვადასტურებ ხელის მოწერით:
_______________________________________________________________________
მსჯავრდებულის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დრო
ოქმი შევადგინე:
______________________________________________________________________
დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა და ხელმოწერა
დებულების დანართი №10
დისციპლინური დარღვევის შემდეგ მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი
„ ––––––– “ ––––––––––––––––––––––––– სთ 20 წ ქ. რუსთავი
1. მსჯავრდებულის
სახელი, გვარი,მამის სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემდეგ განმემარტა პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებები - ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მისცეს ახსნა–განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძების გამოყენების შესახებ.
გავეცანი და მსურს მივცე ახსნა-განმარტება––––––
დიახ/არა
მსჯავრდებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა, სახელი და გვარი გარკვევით და დრო)
უფლებები გავაცანით და ოქმი შევადგინეთ:
სახელი, გვარი, თანამდებობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, თანამდებობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შენიშვნა: ეს ოქმი შედგება იმ შემთხვევაშიб თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად არ გამოიყენება საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა ან სამარტოო საკანში მოთავსება.
დებულების დანართი N11
დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი
მოსმენის სხდომის ოქმი
„–––––––“ –––––––––––––––––––––––– 20წ ქ. რუსთავი
სხდომა დაიწყო ––––––––– სთ დამთავრდა –––––––– სთ
სხდომის მდივანი (შემდგენი) –––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ტარდება ზეპირი მოსმენის სხდომა მსჯავრდებულის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი მამის სახელი)
მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.
სხდომას ატარებს:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
სხდომაზე გამოცხადდნენ:
მსჯავრდებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი,გვარი მამის სახელი)
ადვოკატი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი,გვარი მამის სახელი)
მოწმე–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი,გვარი მამის სახელი)
დაზარალებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი,გვარი მამის სახელი)
მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––––––––––– მიერ ჩადენილ იქნა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაინტერესებული მხარის პოზიცია:
მსჯავრდებული:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამცველი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––მოწმე
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––
დაზარალებული
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––
შენიშვნა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმი შევადგინე
------------------------------- /------------/
ოქმის შემდგენი პირი ხელმოწერა
დებულების დანართი №12
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
№16 პენიტენციური დაწესებულება
მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების
გამოყენების შესახებ
დირექტორის განკარგულება №
20 „–––“––– „––––––––––––––––––“ ––––––––––––სთ №––––––– ––––––––––––
(გამოცემის დრო) (ქ. რუსთავი)
№16 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ––––––––––––––––––– ზეპირი მოსმენით განიხილა საქმე მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
მსჯავრდებულმა ––––––––––––––––––––––––––– ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––
– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის დგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––დარღვევის გამოვლენის დრო (წელი, საათი, წუთი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაზარალებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის მოწმე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:
1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3.–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მსჯავრდებულს, აგრეთვე მოწმეს და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთვევაში) განემარტება პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლითა და დებულებით გათვალისწინებული უფლებები .
დაწესებულების დირექტორმა (ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა) იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსითა და №16 პენიტენციური დაწესებულების დებულებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ___________
__ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური სახდელის სახე
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––
2. ეს განკარგულება შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მსჯავდებულს ან მის ადვოკატს, რასაც ადასუტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე ეგზემპლარი დაერთვება მსჯავდებულის პირად საქმეს.
3. განკარგულება, დისციპლინური წარმოების საქმის მასალებთან ერთად, დაერთოს მსჯავრდებულის პირად საქმეს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განკარგულება შესაძლოა ერთჯერადად გასაჩივრდეს გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული წესით, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ________________________ _______). გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
დაწესებულების დირექტორი ___________________________