ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება № 1100 |
|
2015 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №4.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების ან/და სოციალური მეცნიერებების (დარგი/სპეციალობა – პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები) ან/და სამართალმცოდნეობის მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; სასურველია სტრატეგიული დოკუმენტებისა და კანონპროექტების, ანგარიშების შედგენის მუშაობის გამოცდილება; გ) აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა; დ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint კარგი ცოდნა; 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანება; ვ) კონვენცია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ (1951წ.); ზ ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის 31 იანვრის ოქმი ; თ ) „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ “ საქართველოს კანონი; ი) „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ" საქართველოს კანონი; კ) „საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილება; ლ) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანება. |
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ შეფასებისას ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: _________________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:__________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________
|
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: __________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი: ______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:____________________________________________________
|
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________. |