სს „საქართველოს ბანკი“-ის განცხადება 2014 წლის საქმიანობის შესახებ დირექტორატის ანგარიშსა და მოგების განაწილებასთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
ორი ათას თხუთმეტი წლის ოც ივლისს სააქციო საზოგადოება „ბიჯეო ჯგუფის“ (საიდენტიფიკაციო №405103034, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. №29ა) (შემდგომში – აქციონერი) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის ბ-ნ ირაკლი გილაურის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვე-პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. ბანკის 2014 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორატის ანგარიში ბანკის 2014 წლის საქმიანობის შესახებ;
3. მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;
4. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;
5. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები :
1-ლი საკითხი - ბანკის 2014 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ :
1. დამტკიცდეს აუდიტორული კომპანია ერნსტ ენდ იანგის (Ernst & Young) მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა და ბანკის 2014 წლის წლიური ფინანსური ანგარიში.
მე-2 საკითხი - დირექტორატის ანგარიში ბანკის 2014 წლის საქმიანობის შესახებ:
1. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში ბანკის 2014 წლის საქმიანობის შესახებ.
მე-3 საკითხი - მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ:
1. დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ერთობლივი წინადადება სს „საქართველოს ბანკის“ 2014 წლის მოგებიდან დივიდენდის განაწილების შესახებ და სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე განაწილდეს დივიდენდი 1.78 ლარის (ერთი ლარი და 78 თეთრი) ოდენობით.
მე-4 საკითხი - დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ:
1. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 3 აგვისტო (18.00 საათის მდგომარეობით).
მე-5 საკითხი - დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ:
1. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 18 აგვისტო.