„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 |
|
2015 წლის 20 ივლისი ქ. ზუგდიდი |
ა) დადგენილების დანართის მე-10 მუხლის „5.2.2.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.2.2. 30,0 ათასი ლარი – ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060302)
ითვალისწინებს ომის ვეტერანთა ოჯახების ხელშეწყობას. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით. ასევე, ყოველთვიურად 150 - ლარიანი დახმარება პენსიაზე დანამატის სახით ადგილობრივ ვეტერანებზე. ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსური ხელშეწყობა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზის დადგენის შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური დახმარების პროგრამაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
ომის ვეტერანებისა და ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
წლის განმავლობაში ომის ვეტერანებისა და ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მაჩვენებელი.“.
|