,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.170.016131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2015 წლის 7 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.170.016072) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების დანართის მე-10 მუხლის 5.2.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5.2.2. 30,0 ათასი ლარი ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060302)

ითვალისწინებს ომის ვეტერანთა ოჯახების ხელშეწყობას. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის - 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით. ასევე, ყოველთვიურად 150-ლარიანი დახმარება პენსიაზე დანამატის სახით ადგილობრივ ვეტერანებზე. ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსური ხელშეწყობა. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 300 ლარის ოდენობით.

სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი ვეტერანების მონაცემთა ბაზის დადგენის შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური დახმარების პროგრამაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

ომის ვეტერანებისა და ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

წლის განმავლობაში ომის ვეტერანებისა და ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მაჩვენებელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია