სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1558
2015 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსახორციელებელი რეგიონული განვითარების პროექტის (კახეთი) ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ დართლოს ტერიტორიაზე არსებული შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, დროებით განსახლებას დაქვემდებარებული პირების გაყვანის პროცესისათვის აუცილებელი ერთჯერადი ხარჯების დაფინანსება, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული – „რეგიონალური განვითარების პროექტი I ნაწილი (კახეთი) (WB)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 05) გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ასიგნებებიდან, ხოლო 2016 წელს – შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“?
- „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 17.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1558. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019610.
- სად არის „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“, №1558, 17.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019610 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2919961/