ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.07.2015
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/07/2015
matsne.gov.ge 226 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 05.02.2016 გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 13.07.2018 ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 04.02.2016 ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 23.03.2018 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 06.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №19 2015 წლის 23 ივლისი ქ. ონი ონის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (დროშისა და გერბის) დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის  სიმბოლოების – გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე დანართი №1 ონის მუნიციპალიტეტის გერბი ონის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა: გერბის ფარის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომლის შუა მწვერვალი მაღალია; მთის ზემოთ მოთავსებულია სტილიზებული ფორმის ოქროს ვერძის რქები, მის ზემოთ ოქროს ჯვარი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – ონი. დანართი №2 ონის მუნიციპალიტეტის დროშა ონის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა: დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. I ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს ბოლნური ჯვარი.  II ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს. I ნაწილს დროშის 2/3 უჭირავს, II ნაწილს – 1/4. დროშის პროპორციაა  2:3.