კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/170

 

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).

 

  გენერალური დირექტორი                                          ნიკოლოზ ანთიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

N

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1

 

 

გულბაათ ჭავჭავაძის საცხოვრებელი სახლი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

სოფ. ვაზისუბანი

 

არქიტექტურის

 

XIX საუკუნის I ნახევარი

2

 

_MG_0681

 

ოფრეთის ოხარკი ხარაბას „ნახევრად ღია“ ეკლესია

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი,

სოფ. ოფრეთი

 

არქიტექტურის

 

XVIII-XIX საუკუნეები

3

 

_MG_0234

 

 

სადახლოს ხიდი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი,

სოფ. სადახლო

 

საინჟინრო

 

გვიანი შუა საუკუნეები

4

DSC_7716

 

 

ბრდაძორის ”ნახევრად ღია“ ეკლესია

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი,

სოფ. ბრდაძორი

 

არქიტექტურის

 

XIX საუკუნე

5

 

1

 

 

 

 

 

 

 

 

მელიქაშენის დიდი (სამეკლესიანი) დარბაზული ეკლესია

 

 

 

 

 

 

მარნეულის რ-ნის

სოფ. ხოჯორნის აღმოსავლეთით, ნასოფლარი მელიქაშენი

 

 

 

 

 

არქიტექტურის

 

 

 

 

 

VI-VII საუკუნეები

6

 

DSCN9268

 

 

მელიქაშენის მცირე დარბაზული ეკლესია

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხოჯორნის აღმოსავლეთით, ნასოფლარი მელიქაშენი

 

არქიტექტურის

 

გვიანი შუა საუკუნეები

7

 

_MG_0895

 

სადახლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი,

სოფ. სადახლო

 

არქიტექტურის

 

გვიანი შუა საუკუნეები

8

 

DSCN9179

 

 

წოფის დარბაზული ეკლესიის ნანგრევი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი,

სოფ. წოფი

 

არქიტექტურის

 

შუა საუკუნეები

9

 

_MG_0815

 

 

ზაგამაჟამი ”იოთ ვერქი“ ღვთისმშობლის ეკლესია

 

მარნეულის მუნიციპალიტეტი,

დაბა შაუმიანი

 

არქიტექტურის

 

1844-1864 წწ,

10

 

_B5Q8570

 

 

სახუნდარის ხარების სახელობის კომპლექსი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ.ტალავერი

(ყოფ. ფახრალო)

 

არქიტექტურის

 

 

XVII საუკუნის II ნახევარი

11

IMG_7453

 

სურბ კარაპეტის ეკლესია

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი განძა

(ძვ. განძანი)

 

არქიტექტურის

 

1850 წ.