ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2015 წლის 24 ივლისი ქ. ამბროლაური |
|
პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი
ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების დაფუძნების ოქმის დედანი;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
ე) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ამხანაგობის ახალ წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, ამხანაგობის საერთო კრების ნოტარიულად დამოწმებული ოქმის დედანი;
ზ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, მერია გასცემს აღრიცხვის ფურცელს.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა) აღრიცხვის ნომერს;
ბ) აღრიცხვის თარიღს;
გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;
დ) ამხანაგობის დასახელებას;
ე) ამხანაგობის მისამართს.
3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;
ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
გ)ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს).
ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და გარე ფასადების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია;
ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა;
გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი,სადარბაზოს შესასვლელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა;
დ) მრავალბინიანი სახოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია;
ე) ატრაქციონების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანოგობებისათვის;
ვ) ძელ სკამების შეძენა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის.
2. პროგრამით განსაზღვრული საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა უზრუნველყოს 100%-იანი დაფინანსებით.
3.პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.
2. სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. მერიის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი.
4. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:
ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია;
ბ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა გარკვეული შემთხვევებისა.
|
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის
განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი 1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობიპროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (შემდგომში „ბმა“) საერთო ქონების განვითარების ხელშეწყობისათვის, პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელია არსებობდეს ამ მიზნით გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესი, რომლითაც, ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ხოლო, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები კანონით დადგენილი წესით, შეთანხმდებიან ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამუშაოების თანადაფინანსების პრინციპებზე.