მუხლი 53. კანონის მიღებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება
თავი XII — გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
1. ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „განათლების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი; მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ო“, „პ“, „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტები; მე-20 მუხლის „კ“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტები; 21-ე მუხლი; 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი; 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები; 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი; 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი; მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი; 44-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, აგრეთვე აღნიშნული კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის №16 ბრძანება „სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ“ და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული ყველა ის ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.04.2005).
…გაურკვეველია, რა დარღვევა აქვს მხედველობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. მოსარჩელის მოსაზრებით არ წარმოადგენდა ასევე დარღვევას სკოლის დირექტორის მიერ ადმინისტრაციის წევრთა დანიშვნა, ვინაიდან, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ" 53-ე მუხლის 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილია,,განათლების შესახებ" 27.07.97წ კანონის ის ნორმები, რომლებიც ჩაითვალა ძალადაკარგულად,,ზოგადი განათლების…
…ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ.... ხელოვნების სკოლა არ წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და განმარტა, რომ არ არსებობდა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპიური…
…მინისტრი, არამედ სადავო ბრძანების გამომცემი აჭარის ა/რ კულტურის მინისტრი, რომლის სტრუქტურულ დაწესებულებასაც წარმოადგენდა ურეხის ხელოვნების სკოლა. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 53.2 მუხლის შესაბამისად, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპიური დებულების»…