აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2015
გამომცემი ორგანო ზომის ერთეული
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016212
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ზომის ერთეული | მოსაკრებლის გადამხდელი ოჯახის წევრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.05.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,
ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,
მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2015 წლის 27 ივლისი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-6, 61, 62, 121 მუხლების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა.ა) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის –
ერთი ლარით;
ა.ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის, ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის, თითოეული კვადრატული მეტრისათვის –
5 (ხუთი) ლარი.
ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ბ.ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,7 ლარით, ხოლო იურიდიულ პირებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებზე 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე –
25 ლარით;
ბ.ბ) ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანპორტირების, გაუვნებლობის და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის, ასევე დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:
გ.ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე –
კვარტალში 15000 ლარი;
გ.ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე –
კვარტალში 1500 ლარი;
გ.გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე –
საპრიზო ფონდის 10 პროცენტი;
გ.დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე –
კვარტალში 30000 ლარი;
გ.ე) ლატარიების მოწყობაზე –
ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20 პროცენტი;
გ.ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული, ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე –
კვარტალში 3000 ლარი;
გ.ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე –
კვარტალში 3000 ლარი.
დ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი:
დ.ა) მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
დ.ა.ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო საამშენებლო ფართი არ აღემატება 300 მ2:
დ.ა.ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში –
1000 ლარი;
დ.ა.ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში –
500 ლარი.
დ.ა.ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების, ინტენსივობის კოეფიციენტის, საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობებისათვის:
დ.ა.ბ.ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში –
2000 ლარი;
დ.ა.ბ.ბ) განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში –
1000 ლარი;
დ.ა.ბ.გ) განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში –
500 ლარი.
დ.ა.გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა „დ“ პუნქტის „დ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა:
დ.ა.გ.ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში –
2500 ლარი;
დ.ა.გ.ბ) განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში –
1500 ლარი;
დ.აგ.გ) განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში –
1000 ლარი.
დ.ა.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი აღემატება 6000 მ2-ს:
დ.ა.დ.ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში –
4500 ლარი;
დ.ა.დ.ბ) განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში –
2500 ლარი;
დ.ა.დ.გ) განცხადების მიღებიდან ათი დღის ვადაში –
1000 ლარი.
დ.ბ) მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
დ.ბ.ა) განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში –
200 ლარი;
დ.ბ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში –
50 ლარი;
ე) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი:
ე.ა) II-III-IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის:
ე.ა.ა) ერთჯერადი შემოწმება პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 მ2-ზე –
0,30 ლარი;
ე.ა.ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 მ2-ზე –
0,60 ლარი;
ე.ა.გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში, პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის 1 მ2-ზე –
1,20 ლარი.
ვ) ამ მუხლის ,,დ“ პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსოს, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის „დ“ პუნქტის ორ, ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციები:
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №1);
ბ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №2) და ქვითრის ფორმა (დანართი №5);
გ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №3);
დ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №4).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს, „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №31 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის
ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა –
(
შემდგომში „მშენებლობის ნებართვა“)
არის განსაზღვრული ფორმის მქონე ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებსაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია:
ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა;
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო ობიექტები.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
მოსაკრებელი გამოიანგარიშება, ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული, ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.
2.მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახდელების ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახური.
მუხლი 6🔗.
მშენებლობის ნებართვის გამცემი
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. მოსაკრებლის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს.
მუხლი 7🔗.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში –
მოსაკრებელი), წარმოადგენს აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეული მომსახურების საფასურს;
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური, იურიდიული პირები და ორგანიზაცია-დეწესებულებები, რომლებიც თვითმმართველ ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებების წარმოქმნა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება აბაშის მნუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისთვის.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა: –
მოსახლეობისათვის –
მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის –
მომსახურების მიღებისთანავე.
3. მოსაკრებლის გადახდა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს 2 წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას მის აღდგენას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ახდენს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
6. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
7. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, წინასწარ გადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო, თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში.
8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად.
9. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება, ან მისი განაკვეთის შემცირება.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. დასახლებული ტერიტორიის მოსაკრებლისაგან გათავისუფლდნენ:
ა) ეკლესია-მონასტრები;
ბ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70000-მდე სარეიტინგო ქულა);
ე) მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი).
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
იურიდიული პირისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ, ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ან გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები.
მუხლი 8🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქვითრით (დანართი №5) უნაღდო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 20-ის ჩათვლით.
მუხლი 9🔗.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურეობის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1.ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) მშენებლობა დამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, სამსახურის მიერ მშენებლობა დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება
ამ ინსტრუქციით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდებიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
მუხლი 4🔗.
დაჩქარებული მომსახურება
1. დაჩქარებული მომსახურება, ამ ინსტრუქციით ითვალისწინებს, სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, საკრებულოს მიერ განსაზღვრულ მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას.
2. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად, ან/და საქმის სირთულის გამო, აუცილებელია განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
მუხლი 5🔗.
ვადის გამოთვლა
1. სამსახურის მიერ დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის, ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩამოთვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა, მის მიერ გადახდილ თანხასა და საკრებულოს მიერ დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სამსახური, სათანადო საფუძვლის არსებობისას, უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დასაწყისამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასასრულამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის 1-ლი - მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ან ვადაში, იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა.შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის
ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ, საკრებულოს დადგენილი ოდენობით, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3🔗.
სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება გულისხმობს, სამსახურის მიერ მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, საკრებულოს მიერ განსაზღვრულ მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მოიცავს დამკვეთის მოთხოვნით, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმებას, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს მიერ, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია:
ა) ერთჯერადი შემოწმება;
ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;
გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში.
3. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამსახურის წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური, საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შესაბამისი ფორმ(ებ)ით.
5. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სამსახური უფლებამოსილია, უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, მომსახურების პირობები და მომსახურების შეწყვეტა
1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში სამსახურს განცხადებით მიმართავს დამკვეთი. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამშენებლო დოკუმენტზე და მოთხოვნას მომსახურების შესაბამისი ფორმით სარგებლობის შესახებ.
2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.
3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:
ა) დამკვეთის მოთხოვნით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს, ან/და მის განმახორციელებელ უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელს;
გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს, ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას.
5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.
მუხლი 5🔗.
ვადის გამოთვლა
1. სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მომსახურების განხორციელებისთვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით, აგრეთვე ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამისი მოსაკრებელი.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია საკრებულოს მიერ დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
ბ) სამსახურმა უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც საკრებულოს დადგენილება ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორი მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც საკრებულოს დადგენილება ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორი მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი, ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით.
6. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელს მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
7. ამ მუხლის 1-ლი - მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება, ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ქვითარი №
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი
---- ------- 201 წელი
გადამხდელი ---------------------------------------------------------------
(იურიდიული, ან ფიზიკური პირი)
მისამართი -----------------------------------------------------------------
ზომის ერთეული
მოსაკრებლის გადამხდელი ოჯახის წევრი
მ3
რაოდენობა
გადასახდელი თანხა
გადახდილია
ნარჩენი
-------------------------------------------------------------------------------
(გადახდილი თანხა სიტყვიერად)
მოსაკრებლის გადამხდელი ----------------------------------------------------------
(გადამხდელის ხელმოწერა)
თანხის მიმღები -----------------------------------------------------------------
(ხელმოწერა გარკვევით)