„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2015 წლის 29 ივლისი ქ.ხობი |
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge), 17.07.2014წ.б სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-42 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. საკრებულოს საქმისწარმოება
1. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმებრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით.
4. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამით „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.
5. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
1. ამ რეგლამენტის 41 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს:
ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“დანერგვას;
ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვას;
გ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა სწავლებას ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.
2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“.
|