საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2015
ძალაში შესვლა 01.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,185 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2015 მიღება
01.08.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 31.12.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 29.03.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 19.05.2021 დაზვერვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 94% 29.07.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 29.01.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №9 2015 წლის 1 აგვისტო ქ.თბილისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ , „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.   მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური დანართი საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) სტატუსი და ანგარიშვალდებულება 1. საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) (შემდგომში – სააგენტო) წარმოადგენს  სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს  სამსახურის დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი  სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები 1. თავის საქმიანობაში სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით,  სამსახურის დებულებით, ამ დებულებით, სამსახურის უფროსის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 2.  სააგენტოს ორგანიზაციული საქმიანობა ხორციელდება  სამსახურის, აგრეთვე საკუთარი სამუშაო პროგრამებისა და გეგმების საფუძველზე. თავი II სააგენტოს ამოცანები და კომპეტენცია  მუხლი 3🔗. სააგენტოს ამოცანები  სააგენტოს ამოცანებია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; ბ) კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; დ) კორუფციული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ შესაბამის რეაგირების ღონისძიებების გამოყენება; ე) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ვ) „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 4🔗. სააგენტოს კომპეტენცია სააგენტოს კომპეტენციაა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; ბ) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება ან მასში მონაწილეობის მიღება გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით; გ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით შესაბამისი იძულებითი ხასიათის ღონისძიებების გამოყენება; ე) ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება; ვ) კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება და მათთან ღია და ფარული ურთიერთობების დამყარება; ზ) დადგენილი წესით ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და  სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ქვედანაყოფების შესაძლებლობების გამოყენება; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილის დავალებათა შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III სააგენტოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურული ქვედანაყოფები მუხლი 5🔗. სააგენტოს დირექტორი  1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სამსახურის უფროსი. 2. სააგენტოს დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას და აწესრიგებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ)  სამსახურის უფროსს ან სამსახურის უფროსის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ; მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის უფროსს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატურებს; კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ; დეპარტამენტის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს;  დეპარტამენტში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას; დ) ამტკიცებს სააგენტოს სამუშაო გეგმებს; ე) სამსახურის უფროსს ან  სამსახურის უფროსის კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ; ი) სამსახურის ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად; კ) სამსახურის უფროსის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან; ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს ან  სამსახურის უფროსის კურატორ მოადგილეს  წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; ნ) საქართველოს კანონმდებლობის,  სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფროსის კურატორი მოადგილის ბრძანებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სამსახურის უფროსი. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, სამსახურის უფროსის ან სააგენტოს დირექტორის დავალებით, ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 6🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) I მთავარი სამმართველო; ბ) II მთავარი სამმართველო; გ) III მთავარი სამმართველო; დ) საგამოძიებო მთავარი სამმართველო; ე) ადმინისტრაცია (სამსახური); ვ) რეგიონალური სამმართველოები: ვ.ა) აჭარის ა/რ რეგიონალური მთავარი სამმართველო; ვ.ბ) კახეთის რეგიონალური სამმართველო; ვ.გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო; ვ.დ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო; ვ.ე) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო; ვ.ვ) დასავლეთის რეგიონალური სამმართველო; ვ.ზ) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო; ვ.თ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო; ზ) მართვისა და კონტროლის განყოფილება. თავი IV სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები მუხლი 7🔗. I მთავარი სამმართველოს კომპეტენცია I მთავარი სამმართველო ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით უზრუნველყოფს: ა) სამოხელეო დანაშაულის, აგრეთვე სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას; ბ) საქართველოს ეკონომიკური საფუძვლების, ეკონომიკური საქმიანობის, ფულად-საკრედიტო სისტემის და საფინანსო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, დამნაშავე პირების გამოვლენას; გ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას. მუხლი 8🔗. II მთავარი სამმართველოს კომპეტენცია II მთავარი სამმართველო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით უზრუნველყოფს: ა) სამოხელეო დანაშაულის, აგრეთვე სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას; ბ) საქართველოს ეკონომიკური საფუძვლების, ეკონომიკური საქმიანობის, ფულად-საკრედიტო სისტემის და საფინანსო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, დამნაშავე პირების გამოვლენას; გ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას. მუხლი 9🔗. III მთავარი სამმართველოს კომპეტენცია III მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს: ა) სამოხელეო დანაშაულის, სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ, ასევე საქართველოს ეკონომიკური საფუძვლების, ეკონომიკური საქმიანობის, ფულად-საკრედიტო სისტემის და საფინანსო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას; ბ) სამოხელეო დანაშაულის, აგრეთვე სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და კორუფციის გამოვლენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; გ) სააგენტოს კომპეტენციიდან გამომდინარე, ოპერატიული და ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას, ოპერატიული საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრას, ანალიზსა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის მოხსენებას; აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის, ასევე სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი ოპერატიული და საინფორმაციო ბაზების შექმნას, მართვასა და სისტემურ განახლებას, ასევე სტრუქტურული ერთეულებისა და რეგიონალური სამმართველოების მიერ განხორციელებული ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაციას. მუხლი 10🔗. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს კომპეტენცია საგამოძიებო მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს სააგენტოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიებას, მონაწილეობას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში. მუხლი 11🔗. ადმინისტრაციის (სამსახური) კომპეტენცია ადმინისტრაცია (სამსახური): ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას; ბ) უზრუნველყოფს სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას; გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 12🔗. რეგიონალური სამმართველოების კომპეტენცია რეგიონალური სამმართველოები იქმნება ტერიტორიული პრინციპით და უზრუნველყოფენ სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას. მუხლი 13🔗. მართვისა და კონტროლის განყოფილება მართვისა და კონტროლის განყოფილება ახორციელებს: ა) სააგენტოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციის კონტროლს; ბ) ზედამხედველობას უწევს სამსახურისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების პირად შემადგენლობამდე დაყვანას; გ) აკონტროლებს სააგენტოს ოპერატიული მოსამსახურეების მიერ წარმოებულ ოპერატიულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესაბამისობას სათანადო ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან.