საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული,თვითმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2015
ძალის დაკარგვა 01.03.2021
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.127.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.02.2021
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული,თვითმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2015 წლის 30 ივლისი
ქ. ზესტაფონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დანართი 1-ის მიხედვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში:
1. საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლით (მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 32-ე მუხლით (სამშებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 33-ე მუხლით (შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით-ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით დაბინძურება), 34-მუხლით (ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება), 35-ე მუხლით (მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა), 36-ე მუხლის მეორე პუნქტით (სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), 39-ე მუხლით (სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა), 43-ე მუხლის პირველი პუნქტით (კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით (ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა), 1074 მუხლით (მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგელობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა), 1191 მუხლით (გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება), 135-ე მუხლით (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე), 1351 მუხლით (საქართველოს ტერიტორიაზე შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა), 1461 მუხლით (კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების გადაყრა), 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა), 1501 მუხლით (თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა) 151-ე მუხლით (თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება), 1522 მუხლით (საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა) გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენების, აღრიცხვა -ანგარიშგების წესი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ტიპური ფორმები დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად.
2. საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე -35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს- ,,ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვისცენტრს“, წესდებით განსაზღვრული მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 1074 მუხლით, 1191 მუხლით, 135-ე მუხლით, 1351 მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლით, 1522 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამისილება მიენიჭოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილ პირს/პირებს.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენების და აღრიცვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად.
2. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, 1074-ე მუხლით, 1191-ე მუხლით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლით, 151 მუხლით, 151-ე მუხლით, 1522 მუხლით და საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 31-ე -35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში -ოქმი) წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
3. ოქმის წარმოება, გამოიყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ამ წესის შესაბამისად.
4. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღრული მნიშვნელობით.
მუხლი 2🔗. ოქმის ფორმის დამზადება
1. ოქმის ფორმა მზადდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შეკვეთის საფუძველზე, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. ოქმის ფორმის პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
მუხლი 3🔗. ოქმის ფორმის შენახვა
1. ოქმის ფორმის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სათავსი სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს მიუწვდომელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4🔗. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები
1. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილულ და უხილავ ციფრებით;
გ) ჭვირნიშანს, სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს. ოქმის ბოლოს მარჯვენა დაბლა კუთხეში დაიტანება ოქმის დამზადებული პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ ექვსი ციფრისა);
მუხლი 5🔗. ოქმის შევსება
1. ოქმი ივსება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,, ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის“ უფროსის მიერ.
2. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. სათანადო აქტის შედგენით.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი და ორი სათანადო დამოწმებული ასლი). ოქმის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი) დანართებით იგზავნება სასამართლოში (სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში), ოქმის მეორე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც კეთდება ჩანაწერი, ხოლო ოქმის მესამე ეგზემპლარი ( სათანადოდ დამოწმებული ასლი) ინახება ოქმის შემდგენ თანამდებობის პირთან.
5. ოქმის შესახებ ინფორმაცია, დადგენილი წესის შესაბამისად, შეიტანება სპეციალურ ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში, რომელშიც ასევე მიეთითება ოქმის ფორმის ნომერი.
6. ოქმი განსახილველად დაუყონებლივ იგზავნება უფლებამოსილ ორგანოში (სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევაში).
მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ჩამოწერა
1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ნომერი;
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №
2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სერია ___________N____________
ოქმის შედგენის თარიღი : ,,____”__________“ 20_______წ. ოქმის შედგენის დრო და ადგილი:_________
______________________________________________________
უფლებამოსილმა პირმა _______________________________________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ ______ წლის ,,______“__________________“ გამოვლინდა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი _______________________________________________
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი)
_____________________________________________________________________________________________
______________________________
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ____________________________________________
_____________________________________________________________________________________________
(ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებლის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის ნომერი, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: ________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელზედაც შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ___________
______________________________ მუხლით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩამდენს
განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მოსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მოწმეები არიან (თუ მოწმეები არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა):
1.------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მოწმის სახელი, გვარი საცხოვრებლის მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და დასახელება, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი).
ოქმს--------------------- დარღვევის ჩამდენის ახსა-განმარტება
(ერთვის, არ ერთვის)
ოქმი შევადგინე:--------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევი:--------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმეები:
1.--------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე:----------------------------------------------------------------------------
შენიშვნა:
დანართი №3
სამართალდარღვევის ოქმის სერია __________ N_________
ოქმის შედგენის თარიღი: ,,____“________“20____წ. ოქმის შედგენის დრო და ადგილი :_______________
___________________________________________________________.
უფლებამოსილმა პირმა ______________________________________________________________________.
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ ________ წლის ,,____“ ,,_______________“ გამოვლინდა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი _________________________________________________
(სამართალდარღვევის ადგილი)
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________
სამართალდარღვევა ჩადენილია ________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
(ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებლის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, პირადობის დამადასტურებელი ნომერი, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
______________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
სამართალდარღევევის არსი: ___________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
პასუხისგებლობა სამართალდარღვევისათვის, რომელზედაც შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი______________________________________________________
–––––––––––––––––– მუხლით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
სამართალდარღვევის ჩადენის მოწმეები არიან (თუ მოწმეები არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა):
1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მოწმის სახელი, გვარი საცხოვრებელის მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და დასახელება, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი).
ოქმს---------------------დარღვევის ჩამდენის ახსა-განმარტება
(ერთვის, არ ერთვის)
ოქმი შევადგინე--------------------------------------------------------------------------------------------
დამრღვევი--------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმეები:
1.--------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.--------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე----------------------------------------------------------------------------
შენიშვნა: