ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2021 წლის 25 თებერვალი ქ. ზესტაფონი |
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენების და აღრიცვა-ანგარიშგების წესი
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად.
2. ეს წესი განსაზღვრავს აღნიშნული დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
3. ოქმის წარმოება, გამოიყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ამ წესის შესაბამისად.
4. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღრული მნიშვნელობით.
1. ოქმის ფორმა მზადდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. ოქმის ფორმის პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
1. ოქმის ფორმის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სათავსი სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს მიუწვდომელი გარეშე პირთათვის და სათანადოთ დაცული დაზიანებისაგან.
3. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
1. ოქმში შესატანი მონაცემების მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილულ და უხილავ ციფრებით;
გ) ჭვირნიშანს, სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს. ოქმის ბოლოს მარჯვენა დაბლა კუთხეში დაიტანება ოქმის დამზადებული პოლიგრაფიული საწარმო, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ ექვსი ციფრისა).
1. ოქმი ივსება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის- ,, ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის“ უფროსის მიერ.
2. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. სათანადო აქტის შედგენით.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად ( ერთი ორიგინალი და ორი სათანადო დამოწმებული ასლი). ოქმის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი) დანართებით იგზავნება სასამართლოში (სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში), ოქმის მეორე ეგზემპლარი ( სათანადოდ დამოწმებული გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც კეთდება ჩანაწერი, ხოლო ოქმის მესამე ეგზემპლარი ( სათანადოდ დამოწმებული ასლი) ინახება ოქმის შემდგენ თანამდებობის პირთან.
5. ოქმის შესახებ ინფორმაცია, დადგენილი წესის შესაბამისად, შეიტანება სპეციალურ ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში, რომელშიც ასევე მიეთითება ოქმის ფორმის ნომერი.
6. ოქმი განსახილველად დაუყონებლივ იგზავნება უფლებამოსილ ორგანოში (სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შემთხვევაში).
1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ნომერი;
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობი შესაბამისად.
ოქმის შედგენის თარიღი: „ “ “ 20 წ. ოქმის შედგენის დრო და ადგილი:
უფლებამოსილმა პირმა
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ წლის „ “ “ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია
(ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებლის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის ნომერი, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი:
პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელზედაც შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
მუხლით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა- განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მოსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მოწმეები არიან (თუ მოწმეები არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა):
1. ----------------------------------------------------------------------------------
2. ----------------------------------------------------------------------------------
(მოწმის სახელი, გვარი საცხოვრებლის მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და დასახელება, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი).
ოქმს -------------------- დარღვევის ჩამდენის ახსა-განმარტება
(ერთვის, არ ერთვის)
ოქმი შევადგინე: --------------------------------------------------------------------------
დამრღვევი: ---------------------------------------------------------------------------------
მოწმეები:
1. ---------------------------------------------------------------------------------------------
2. ---------------------------------------------------------------------------------------------
ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე: -------------------------------------------------------
შენიშვნა:
ოქმის შედგენის თარიღი: „ “ “ 20 წ. ოქმის შედგენის დრო და ადგილი
უფლებამოსილმა პირმა
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ წლის „ “ „ “ გამოვლინდა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი
(სამართალდარღვევის ადგილი)
სამართალდარღვევა ჩადენილია
(ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებლის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, პირადობის დამადასტურებელი ნომერი, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
სამართალდარღევევის არსი:
პასუხისგებლობა სამართალდარღვევისათვის, რომელზედაც შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი ––––––––––––– მუხლით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
სამართალდარღვევის ჩადენის მოწმეები არიან (თუ მოწმეები არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა):
1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მოწმის სახელი, გვარი საცხოვრებელის მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და დასახელება, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი).
ოქმს ------------------ დარღვევის ჩამდენის ახსა-განმარტება
(ერთვის, არ ერთვის)
ოქმი შევადგინე ------------------------------------------------------------------
დამრღვევი --------------------------------------------------------------------------
მოწმეები:
1. ------------------------------------------------------------------------------
2. -------------------------------------------------------------------------------
ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე ------------------------------------------------------
შენიშვნა: