საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №209 |
|
2015 წლის 31 ივლისი ქ. თბილისი |
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, ბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2.
ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2.
კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება და საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის –
„ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის“ დებულების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 გვისტოს №241 დადგენილებით დამტკიცებული ტყის მოვლისა და აღდგენის წესი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 დეკემბრის №156 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დებულების ცოდნა
;
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point) კარგად ცოდნა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.01.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №209. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.023.016332.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.01.2016-დან.
- სად არის „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.01.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №209, 31.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016332 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2930705/