1. სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს ოფიციალური სახელწოდება იქმნება და გამოიყენება სახელმწიფო ენაზე. ეს სახელწოდება სახელმწიფო ენასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზედაც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.

2. დაწესებულების, ორგანიზაციის სახელწოდება სახელმწიფო რეესტრში სახელმწიფო ენაზე შეიტანება.

3. კერძო სამართლის იურიდიული პირის სახელდება ხდება  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ სახელწოდებათა შესაბამის ნორმებთან შეუსაბამობა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა გასწორდეს.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი VIIსაჯარო ინფორმირებისა და მასობრივი ინფორმაციის

საშუალებათა ე