თავი V — არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის, კონკურსის, ატესტაციისა და ოფიციალური ღონისძიების ენა
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ კონკურსსა და ატესტაციას ატარებენ და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ადგენენ სახელმწიფო ენაზე.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.08.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. კონკურსისა და ატესტაციის ენა სახელმწიფო და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ კონკურსსა და ატესტაციას ატარებენ და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ადგენენ სახელმწიფო ენაზე.
საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, მუხლი 19, №4084-რს, 22.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010030000.05.001.017899 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2931198/muxli-19/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია