თავი III — სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის, ოფიციალური საქმისწარმოებისა და სამართალწარმოების ენა
1. ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება არასახელმწიფო ენაზედაც გამოქვეყნდეს, მაგრამ ასეთ ტექსტს ოფიციალური ძალა არა აქვს.
2. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტის ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.
3. საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით კანონპროექტი და საკანონმდებლო წინადადება ქართულ ენაზე წარედგინება.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6871
წინა რედაქცია (04.08.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. სამართალშემოქმედებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენა 1. ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება არასახელმწიფო ენაზედაც გამოქვეყნდეს, მაგრამ ასეთ ტექსტს ოფიციალური ძალა არა აქვს. 2. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს. 3. საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით კანონპროექტი და საკანონმდებლო წინადადება ქართულ ენაზე წარედგინება.