მუხლი 9. საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობანი ენის გამოყენების სფეროში
თავი II — სახელმწიფო ენის გამოყენების სამართლებრივი პრინციპები
1. საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, სახელმწიფოს მოსთხოვოს სახელმწიფო ენის დაცვისათვის, შესწავლისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა.
2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.08.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობანი ენის გამოყენების სფეროში 1. საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, სახელმწიფოს მოსთხოვოს სახელმწიფო ენის დაცვისათვის, შესწავლისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა. 2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოებთან ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 3. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისათვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-39(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…ძირითადი საშუალებაა; ამავე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უმცირესობის ენა არის არასახელმწიფო ენა, რომელსაც, ტრადიციულად, იყენებენ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული…
საქმე №ას-289-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
…ფლობდა ქართულ ენას. საქმის განხილვისას მხარის ინტერესებს წარმოადგენდა წარმომადგენელი, რომლისთვისაც მინდობილობა გაფორმდა როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედგენილი იყო ქართულად. 15. მხარემ მიუთითა „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ...... მოსახლეობა წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას და აზერბაიჯანულ…
საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, მუხლი 9, №4084-რს, 22.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010030000.05.001.017899 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2931198/muxli-9/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია