1. სახელმწიფო ენის დაცვის, ფუნქციონირებისა და განვითარების უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა.
2. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
3. სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის განხორციელებას.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.08.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები 1. სახელმწიფო ენის დაცვის, ფუნქციონირებისა და განვითარების უმთავრესი გარანტი სახელმწიფოა. 2. სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 3. სახელმწიფო და ადორგილანოებრივ და მუნი თვცითმმპართველობის ორგანოტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისათვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის განხორციელებას.
…გამომდინარე, როდესაც არსებობს უცხოურენოვენი ავთენტური ტექსტი, სავალდებულოა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის არსებობა. პალატა უთითებს 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, სახელმწიფო ენის დაცვის, ფუნქციონირებისა და…
საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, მუხლი 5, №4084-რს, 22.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010030000.05.001.017899 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2931198/muxli-5/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია