საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ხელს უწყობს:

ა) საქართველოს ფარგლების გარეთ სახელმწიფო ენის სწავლებასა და პოპულარიზაციას;

ბ) ქართველოლოგიური და აფხაზოლოგიური კვლევების გაღრმავებას;

გ) სათანადო სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გავრცელებას, სამეცნიერო ფორუმებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას.

თავი IIსახელმწიფო ენის გამოყენების სამართლებრივი პრინციპე