მუხლი 11. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების ოფიციალური საქმისწარმოების ენა
თავი III — სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის, ოფიციალური საქმისწარმოებისა და სამართალწარმოების ენა
1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ოფიციალურ საქმისწარმოებას ახორციელებენ სახელმწიფო ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის ურთიერთობა და მიმოწერა სახელმწიფო ენაზე ხორციელდება.
3. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს იღებენ, განიხილავენ და პასუხს სცემენ სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
4. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილი არიან, დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისთვის მიკუთვნებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6871 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (04.08.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. სახელმწიფო და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოების ოფიციალური საქმისწარმოების ენა 1. სახელმწიფო და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოები ოფიციალურ საქმისწარმოებას ახორციელებენ სახელმწიფო ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. სახელმწიფო და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოებს შორის ურთიერთობა და მიმოწერა სახელმწიფო ენაზე ხორციელდება. 3. სახელმწიფო და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოები ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს იღებენ, განიხილავენ და პასუხს სცემენ სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 4. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოები უფლებამოსილი არიან, დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისათვის მიკუთვნებული პირის მიერ ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-39(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2025
…ენა დაცულია ორგანული კანონით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73.3. მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად…
საქმე №ბს-687(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
…ორგანოები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისათვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ოფიციალურ საქმისწარმოებას ახორციელებენ სახელმწიფო ენაზე,…
…ორგანოები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისათვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ოფიციალურ საქმისწარმოებას ახორციელებენ სახელმწიფო ენაზე,…
საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, მუხლი 11, №4084-რს, 22.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010030000.05.001.017899 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2931198/muxli-11/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია